მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 21:14|bm.ge

საქართველოს ბანკი ბიზნესი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორი კომპანია მონოლით ჯგუფი თბილისში, მეტრო გოცირიძის მიმდებარედ - ვახტანგ ნინუას ქუჩა #2-ში, Monolith New Depo-ს საცხოვრებელ და კომერციულ პროექტს ახორციელებს.

პროექტი 36,414 კვ.მ-ზე ხორციელდება და ის 8 კორპუსს გააერთიანებს - ჯამში 1,362 საცხოვრებელი ბინას და 6,000 კვ.მ-ზე კომერციულ ფართებს. პროექტის ინფრასტრუქტურა გამწვანებულ სივრცეებს, სამდონიან მიწისქვეშა პარკინგს, საცურაო აუზს, პადელის კორტებს, სავარჯიშო და საბავშვო სივრცეებს მოიცავს.

პროექტის მშენებლობა 2026 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი დასრულება 2029 წლის სექტემბერში არის დაგეგმილი.

„დეველოპერული სექტორის მხარდაჭერა ბანკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. Monolith New Depo-ს პროექტი აერთიანებს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას. პროექტის მასშტაბი და დაგეგმილი სივრცეების მრავალფეროვნება მის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ აღნიშნული პროექტი ჩვენი მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი ძაგანიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტზე შემაჯამებელი სხდომა გამართარუსთავი 2
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
  • რა წერია ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის პროექტში, რომელიც ამჯერად ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეანეტგაზეთი
  • 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყებაიმედი
პროექტი →

მსგავსი სტატიები

„BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს“ - სოსო ფხაკაძე

„BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს“ - სოსო ფხაკაძე

BM.GE

საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

BM.GE

როგორ დაკომპლექტდება სებ-ის საბჭო და რა იცვლება მართვის სისტემაში? | "ოცნება" ეროვნული ბანკის კანონს დაჩქარებული წესით ცვლის

როგორ დაკომპლექტდება სებ-ის საბჭო და რა იცვლება მართვის სისტემაში? | "ოცნება" ეროვნული ბანკის კანონს დაჩქარებული წესით ცვლის

BM.GE

რაზე ისაუბრეს ლაშა ხუციშვილმა და ნათია თურნავამ IMF-ის მმართველ დირექტორთან შეხვედრისას შეხვდნენ

რაზე ისაუბრეს ლაშა ხუციშვილმა და ნათია თურნავამ IMF-ის მმართველ დირექტორთან შეხვედრისას შეხვდნენ

BM.GE