მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბიზნესასოციაცია მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს
საქართველოს ბიზნესასოციაცია მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს

საქართველოს ბიზნესასოციაცია მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს

BM.GE17 მაისი, 2026, 20:39|bm.ge

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობას განსაკუთრებულად უსვამს ხაზს და სრულიად საქართველოს ულოცავს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. ეს დღე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივით დაწესდა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ შეგვახსენებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებზეც დგას თითოეული ადამიანის, საზოგადოების და სახელმწიფოს სიმტკიცე, სტაბილურობა და განვითარება.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს გაერთიანებისთვის, ოჯახი წარმოადგენს არა მხოლოდ სოციალურ, არამედ ეკონომიკური მდგრადობის მნიშვნელოვან საფუძველს. ჯანსაღი, მყარი და დაცული ოჯახური გარემო პირდაპირ აისახება საზოგადოების კეთილდღეობაზე, შრომის პროდუქტიულობაზე, პროფესიულ მოტივაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესზე.

ოჯახი არის ის მთავარი სივრცე, სადაც ყალიბდება მომავალი თაობის ღირებულებები, ენერგია და პასუხისმგებლობა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ძლიერი საზოგადოებისა და წარმატებული ეკონომიკის საფუძველი სწორედ ძლიერი და ჯანსაღი ოჯახია. ამ ღირებულებების გათვალისწინებით, ქართული ბიზნესი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ემსახურება ოჯახების ეკონომიკურ გაძლიერებას, სოციალური სტაბილურობის განმტკიცებასა და საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას,“ - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოჯახის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • NGO-ების საკითხს რაც შეეხება, რატომ ატყუებდით საზოგადოებას, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, აიკრძალებოდა ორგანიზაციები, დაიხურებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები, ემიგრანტებს არ ექნებოდათ საშუალება, რომ თავისი ოჯახებისთვის ფული გადმოერიცხათ - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩატვ პირველი
  • დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებიც გაიცემა ბინების ნაცვლად – კობახიძენეტგაზეთი
  • პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებსიმედი
ოჯახის →

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE