მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ეროვნული ნაკრების საბაზრო ღირებულება €261 მილიონს აღემატება | TOP-5 ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი
საქართველოს ეროვნული ნაკრების საბაზრო ღირებულება €261 მილიონს აღემატება | TOP-5 ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი

საქართველოს ეროვნული ნაკრების საბაზრო ღირებულება €261 მილიონს აღემატება | TOP-5 ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი

BM.GE23 ივლისი, 2026, 14:30|bm.ge

Transfermarkt-ის უახლესი შეფასებების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ნაკრების საერთო საბაზრო ღირებულება 261 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს, ხოლო ქვეყნის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების სათავეში კვლავ ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ღირებულება 140 მილიონ ევროს აღწევს.

5. ოთარ კიტეიშვილი – €5.5 მილიონი მეხუთე პოზიციას საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი იკავებს. Transfermarkt-ის შეფასებით, მისი საბაზრო ღირებულება 5.5 მილიონი ევროა. გამოცდილი ნახევარმცველი ავსტრიის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და მოთამაშე გახდა.

4. ზურიკო დავითაშვილი – €12 მილიონი მეოთხე ადგილზე ზურიკო დავითაშვილია, რომლის ღირებულება 12 მილიონ ევროს აღწევს. გასულ სეზონში დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა და დიდი ალბათობით მიმდინარე ზაფხულს სამუშაო ადგილს შეიცვლის.3. გიორგი მამარდაშვილი – €28 მილიონი საქართველოს ნაკრების პირველი ნომერი გიორგი მამარდაშვილი მესამე პოზიციას იკავებს. 28 მილიონ ევროდ შეფასებული მეკარე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა გოლკიპერად მიიჩნევა და მისი სტაბილური თამაში როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, მაღალი საბაზრო ღირებულების მთავარი მიზეზია. მომავალ სეზონში ქართველი გოლკიპერისგან გულშემატკივრები “ლივერპულის” შემადგენლობაში ძირითად მეკარეობას მოელიან.2. ჟორჟ მიქაუტაძე – €30 მილიონი მეორე ადგილზეა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე, რომლის ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს. მიქაუტაძემ გასულ სეზონში ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 13 გოლი გაიტანა სულ კი ყველა ჩემპიონატში ერთად 16 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დააგროვა.1.ხვიჩა კვარაცხელია – €140 მილიონი პირველ ადგილს დიდი უპირატესობით იკავებს ხვიჩა კვარაცხელია. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვარსკვლავი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორისაც ერთ-ერთია. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ოქროს ბურთის დაჯილდოებაზეც ერთ-ერთი მოწინავე ფავორიტია და შესაძლოა, ისტორიაში პირველი ქართველი გახდეს, ვინც აღნიშნულ ჯილდოს დაეუფლება.

გარდა ლიდერებისა, Transfermarkt განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებზეც. მათ შორის გამოირჩევიან გიორგი კვერნაძე და საბა ხარებაშვილი, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის მომავალად მიიჩნევიან და მათი საბაზრო ღირებულება ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა ფაქტორების გამო გამოეთიშა CCCC პროცესს?|რა უპასუხეს "რადიო თავისუფლებას" ჩინეთის საელჩოში ანაკლიის პორტზე?

რა ფაქტორების გამო გამოეთიშა CCCC პროცესს?|რა უპასუხეს "რადიო თავისუფლებას" ჩინეთის საელჩოში ანაკლიის პორტზე?

BM.GE

"აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელია“ - კობახიძე აშშ-ის თავდაცვის აქტში საქართველოს შესახებ ჩანაწერზე

"აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელია“ - კობახიძე აშშ-ის თავდაცვის აქტში საქართველოს შესახებ ჩანაწერზე

BM.GE

ევროკავშირმა Paramount-ისა და Warner Bros-ის $110-მილიარდიანი გარიგება დაამტკიცა

ევროკავშირმა Paramount-ისა და Warner Bros-ის $110-მილიარდიანი გარიგება დაამტკიცა

BM.GE

ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ძალიან ფართოა, მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ მხარეს ვესაუბროთ - კობახიძე

ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ძალიან ფართოა, მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ მხარეს ვესაუბროთ - კობახიძე

BM.GE