
„რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან“ - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ისტორიულ-გეოგრაფიული მოცემულობის პირობებში რუსეთი და საქართველო ერთმანეთისთვის ბუნებრივი პარტნიორები არიან. ამის შესახებ მიხეილ გალუზინმა რუსულ გამოცემა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნების უპრეცედენტო საგარეო ზეწოლას საქართველოზე და თბილისისადმი წაყენებულ ულტიმატუმის შემცველ მოთხოვნებს, უარი ეთქვა მოსკოვთან ურთიერთობაზე, შედეგი არ მოჰყოლია.
„ხაზგასმით აღვნიშნავ: ისტორიული ბედისა და გეოგრაფიული მოცემულობის გათვალისწინებით, რუსეთი და საქართველო ერთმანეთისთვის ბუნებრივი პარტნიორები არიან. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ თბილისზე უპრეცედენტო საგარეო ზეწოლასაც კი და მისადმი წაყენებულ ულტიმატუმის შემცველ მოთხოვნებს, უარი ეთქვა ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობაზე, არ მოჰყოლია ის ეფექტი, რის იმედიც დასავლეთში ჰქონდათ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გალუზინის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების საფუძველს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული კავშირები, ერთიანი სულიერი საძირკველი წარმოადგენს.
„ჩვენ, ცნობილი პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად, საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების აგებას ვცდილობთ. მართლაც, ბოლო წლებში სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი ვაჭრობასა და ტურიზმში. საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდანაა, ხოლო ჩვენი მოცულობითი ბაზარი ქართული ექსპორტის ძირითადი საქონლისთვის მთავარია. ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან ჩვენს ამოცანად მიგვაჩნია ჰუმანიტარული და საქმიანი კავშირების გაფართოებისთვის პირობების შექმნა, სხვა სიტყვებით - ის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა გალუზინმა.
BM.GE
წყარო: bm.ge