მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქართველოს ფოსტამ" "თურქეთის ავიახაზებთან" მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა - ირაკლი კობახიძე
"საქართველოს ფოსტამ" "თურქეთის ავიახაზებთან" მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა - ირაკლი კობახიძე

"საქართველოს ფოსტამ" "თურქეთის ავიახაზებთან" მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა - ირაკლი კობახიძე

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 17:31|bm.ge

„საქართველოს ფოსტამ“ ავიაკომპანიებთან გაფორმებული შეთანხმებებისა და მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად შემოსავლების ზრდა დაგეგმა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საერთაშორისო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შედეგად ფოსტის შემოსავლები 4.4 მლნ ლარით გაიზრდება.

პრემიერის ინფორმაციით, მათ შორის, შეთანხმება გაფორმდა „თურქეთის ავიახაზებთან“, ხოლო კიდევ ხუთ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პრემიერის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმებები და მოლაპარაკებები „საქართველოს ფოსტის“ შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გაფორმდა საერთაშორისო კომპანიებთან. მათ შორის, „თურქეთის ავიახაზებთან“, ხუთ ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ამის შედეგად, 4.4 მლნ ლარით გაიზრდება „საქართველოს ფოსტის“ შემოსავლები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, „საქართველოს ფოსტა“ მიმდინარე წელს მოგებაზე გასვლას ელოდება. მისი განცხადებით, კომპანიამ 2025 წელი 7 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, ხოლო წელს დადებით ფინანსურ შედეგზე გადასვლა იგეგმება. კობახიძის ინფორმაციით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ასევე არის შუამავალი კომპანიებიდან გარკვეული სერვისების „საქართველოს ფოსტაში“ დაბრუნება, რაც კომპანიას ყოველწლიურად დამატებით 14.2 მლნ ლარის შემოსავალს მოუტანს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრორუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
  • ადენაუერის ფონდი გასცემდა სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებზე – ბექა კობახიძენეტგაზეთი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ოქროს გაუფასურებამ სებ-ის რეზერვების ღირებულება $97 მილიონით შეამცირა

ოქროს გაუფასურებამ სებ-ის რეზერვების ღირებულება $97 მილიონით შეამცირა

BM.GE

Moka United საქართველოში Alshaya Starbucks-ის ტექნოლოგიური პარტნიორია

Moka United საქართველოში Alshaya Starbucks-ის ტექნოლოგიური პარტნიორია

BM.GE

საქართველოს აეროპორტებში ტვირთბრუნვა 30%-ით, მგზავრთნაკადი 2%-ით გაიზარდა|9 თვის სტატისტიკა

საქართველოს აეროპორტებში ტვირთბრუნვა 30%-ით, მგზავრთნაკადი 2%-ით გაიზარდა|9 თვის სტატისტიკა

BM.GE

ენერგეტიკის სექტორში ჯამურმა ოპტიმიზაციამ ₾373 მილიონი შეადგინა - ირაკლი კობახიძე

ენერგეტიკის სექტორში ჯამურმა ოპტიმიზაციამ ₾373 მილიონი შეადგინა - ირაკლი კობახიძე

BM.GE