მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ავტო ფესტივალს „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ უმასპინძლებს
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ავტო ფესტივალს „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ უმასპინძლებს

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ავტო ფესტივალს „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ უმასპინძლებს

BM.GE20 ივლისი, 2026, 20:16|bm.ge

• 25 ივლისს, 17:00 საათიდან, ქვეყნის წამყვანი ავტოკლუბები, უნიკალური ავტომობილების გამოფენა და მრავალფეროვანი სანახაობა ერთ სივრცეში გაერთიანდება.

25 ივლისს, „საქართველოს ავტოკლუბთა ფედერაციის“ ორგანიზებითა და „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ მასპინძლობით, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ავტოფესტივალი გაიმართება. ღონისძიება მიზნად ისახავს საავტომობილო კულტურის პოპულარიზაციას და როგორც ავტომოყვარულებისთვის, ისე ოჯახებისთვის დაუვიწყარი, სანახაობრივი დღესასწაულის შექმნას.

ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ საქართველოს ოფიციალური ავტოკლუბების მიერ წარმოდგენილი უნიკალური ავტოპარკი. გამოფენაზე ერთმანეთს შეხვდება იშვიათი კლასიკური და რეტრო მოდელები, ასევე თანამედროვე სპორტული და ექსკლუზიური ავტომობილები.

„ჩვენი მიზანია, ეს დღე არა მხოლოდ ავტომოყვარულების შეკრებად, არამედ საერთო სახალხო დღესასწაულად ვაქციოთ. „თბილისის აუთლეტ ვილიჯის“ ინფრასტრუქტურა გვაძლევს საშუალებას, ვუმასპინძლოთ ათასობით სტუმარს და შევთავაზოთ მათ უმაღლესი დონის სანახაობა და დასასვენებელი სივრცე“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

რას უნდა ელოდოს დამსწრე საზოგადოება

• მასშტაბური ავტო-შოუ: ქვეყნის წამყვანი ავტოკლუბების მიერ წარმოდგენილი რჩეული ავტომობილების გამოფენა. • ცოცხალი მუსიკა და DJ • გრანდიოზული გათამაშება: ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოიგონ 1 ტონამდე საწვავი და სხვა ფასეული პრიზები ღონისძიების პარტნიორებისგან.

სივრცეები ყველა თაობის სტუმრისთვის

ორგანიზატორებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს კომფორტული და ინკლუზიური გარემოს შექმნას, რათა ფესტივალზე მოსულმა თითოეულმა სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნობს:

• საბავშვო გასართობი ზონა: „თბილისის აუთლეტ ვილიჯის“ მიერ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში პატარებს მრავალფეროვანი ატრაქციონები და გასართობი პროგრამა დახვდებათ, რაც ოჯახებს საშუალებას მისცემს, დღე სრულფასოვნად გაატარონ. • კვებისა და დასასვენებელი ზონა: ტერიტორიაზე განთავსდება კვების ობიექტები და გამაგრილებელი სასმელების სივრცეები, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი მენიუს დაგემოვნება და კომფორტულად დასვენება შეეძლებათ.

ღონისძიების ძირითადი დეტალები:

• თარიღი: 25 ივლისი • დასაწყისი: 17:00 საათი • ადგილმდებარეობა: თბილისი აუთლეტ ვილიჯი • ორგანიზატორი: საქართველოს ავტოკლუბთა ფედერაცია

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • გია ხუხაშვილმა თბილისის მთავარი სამმართველო დატოვა: ძირითადად საუბარი იყო ჯორბენაძეზე. მე, რაც საჯარო სივრცეში ვთქვი იგივე ვუპასუხე, რომ არ ვიცნობ ამ ადამიანს, არც გარემოებების შესახებ წარმოდგენა არ მაქვს. მე კომენტარი გავაკეთე არა ჯორბენაძეზე, არამედ ღარიბაშვილის წერილზეიმედი
  • თბილისიდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსის ავარიამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლაფორმულა
  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
  • 1-ელ სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა

პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა

BM.GE

ახალი პარკი, დარბაზი, სასტუმრო - "წინანდლის მამულის" პროექტში ინვესტიციები ეტაპობრივად ჩაიდება | გიორგი რამიშვილი

ახალი პარკი, დარბაზი, სასტუმრო - "წინანდლის მამულის" პროექტში ინვესტიციები ეტაპობრივად ჩაიდება | გიორგი რამიშვილი

BM.GE

აგროთანადაფინანსების პროგრამაში სახელმწიფოს წილი შესაძლოა დეპოზიტზე განთავსდეს| რა მოდელს განიხილავენ ბანკებთან

აგროთანადაფინანსების პროგრამაში სახელმწიფოს წილი შესაძლოა დეპოზიტზე განთავსდეს| რა მოდელს განიხილავენ ბანკებთან

BM.GE

სებ-ის დავების კომისიამ წელს საფინანსო სექტორს მომხმარებლებისთვის ₾426,000 აანაზღაურებინა

სებ-ის დავების კომისიამ წელს საფინანსო სექტორს მომხმარებლებისთვის ₾426,000 აანაზღაურებინა

BM.GE