მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია
საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია

საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია

BM.GE24 ივლისი, 2026, 16:12|bm.ge

საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია - აღნიშნულის შესახებ ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა კომპანიებმა BM.GE-ს განუცხადეს. "თელასის" ინფორმაციით, რომელიც თბილისის ენერგომომარაგებაზეა პასუხისმგებელი, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ავარიული გათიშვიდან მალევე დაიწყო და ღამის საათებში მიწოდება სრულად აღდგა.

"ენერგო პრო ჯორჯიას" განცხადებით კი, რომელიც ელექტროენერგიას რეგიონებში ანაწილებს, 24 ივლისის დილის საათებში ავარიული გათიშვა ყველა რეგიონში სრულად აღმოიფხვრა. ცნობისთვის, 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები მალევე დაიწყო და დაახლოებით ერთ საათში ელექტროენერგია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ნაწილს და თბილისის დიდ ნაწილს მიეწოდებოდა. ამ დრომდე უცნობია ქვეყანაში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის ზუსტი მიზეზი. სსე-ს 01:28 საათის ინფორმაციით, ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა მიმდინარეობდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აიღე თანხა დღეს, დაიწყე გადახდა ნოემბრიდან - "ევროკრედიტის" ახალი აქცია ავტოსესხზე

აიღე თანხა დღეს, დაიწყე გადახდა ნოემბრიდან - "ევროკრედიტის" ახალი აქცია ავტოსესხზე

BM.GE

ტრამვაის მშენებლობისას დიდი ალბათობით საჭირო იქნება განსახლება... შესაძლოა, დამატებითი ვადა დაგვჭირდეს - გიორგი შარკოვი

ტრამვაის მშენებლობისას დიდი ალბათობით საჭირო იქნება განსახლება... შესაძლოა, დამატებითი ვადა დაგვჭირდეს - გიორგი შარკოვი

BM.GE

ლატვია და ლიეტუვა რუსული მარცვლეულის ტრანზიტის დაბლოკვას გეგმავენ

ლატვია და ლიეტუვა რუსული მარცვლეულის ტრანზიტის დაბლოკვას გეგმავენ

BM.GE

„3-წლიან ვადაში აუცილებლად ჩავეტევით“ - EYE ტრამვაის პროექტზე

„3-წლიან ვადაში აუცილებლად ჩავეტევით“ - EYE ტრამვაის პროექტზე

BM.GE