
აიღე თანხა დღეს, დაიწყე გადახდა ნოემბრიდან - "ევროკრედიტის" ახალი აქცია ავტოსესხზე
"ევროკრედიტმა" მომხმარებლებისთვის ახალი სააქციო პირობები წარადგინა: ავტომფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, ავტოსესხით გამარტივებული პირობებით ისარგებლონ.
კერძოდ, აქციის პირობებით, თანხას განაცხადის დამტკიცებისთანავე მიიღებთ, ხოლო სესხის მომსახურების - როგორც ძირის, ისე პროცენტის გადახდას - მხოლოდ ნოემბრიდან დაიწყებთ.
სპეციალური შეთავაზება ძალაშია 30 სექტემბრამდე და შექმნილია მათთვის, ვისაც ფინანსური რესურსი ახლა სჭირდება, თუმცა გადახდის დაწყება შემოდგომის ბოლოსთვის ურჩევნია.
"ევროკრედიტის" სააქციო შეთავაზება მაქსიმალურ მოქნილობასა და ხელმისაწვდომობაზეა ორიენტირებული:
• სესხის მოცულობა - 1 500-დან 50 000 ლარამდე; • ბიუროკრატიის გარეშე - სესხი გაიცემა შემოსავლების დადასტურების გარეშე; • საკრედიტო ისტორია - შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით; • მიზნობრიობა - თავისუფალი; • ავტომობილის ასაკი - სესხი ვრცელდება 2004 წლიდან გამოშვებულ ავტომობილებზე; • თანამონაწილეობა 0% - ყოველგვარი წინასწარი თანამონაწილეობის გარეშე; • მთავარი გარანტია - ავტომობილი რჩება მომხმარებლის სახელზე და მფლობელი ჩვეულებრივ აგრძელებს მის მართვას.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევროკრედიტი" საერთაშორისო ჰოლდინგ Zuk Group-ის წევრია. ჯგუფი წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას, საქართველოსთან ერთად, აშშ-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ "ევროკრედიტი" ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც მომხმარებლებს ავტოსესხის პროდუქტი შესთავაზა. დღეს ორგანიზაციის პორტფელი მნიშვნელოვნად დივერსიფიცირებულია და მოიცავს: უზრუნველყოფილ და არაუზრუნველყოფილ ბიზნესსესხებს, დაფინანსებას ახალი ავტომობილის შესაძენად და სხვა მოთხოვნად ფინანსურ გადაწყვეტებს.
"ევროკრედიტის" მთავარი მისია მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, სწრაფი და ბარიერებისგან თავისუფალი ფინანსური სერვისების მიწოდებაა. ციფრული არხების გაძლიერებასთან ერთად, კომპანია ინარჩუნებს მყარ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასაც - დღეს "ევროკრედიტი" საქართველოს 22 დიდ ქალაქში 30 ფილიალითაა წარმოდგენილი, რაც სერვისის მიღებას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში კომფორტულს ხდის.
შეგახსენებთ, რომ ავტოსესხის სააქციო პირობებით სარგებლობა 30 სექტემბრის ჩათვლით "ევროკრედიტის" ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ.
BM.GE
წყარო: bm.ge