მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე $10 045-მდე შემცირდა | მიზეზი მოსახლეობის რაოდენობის ზრდაა
საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე $10 045-მდე შემცირდა | მიზეზი მოსახლეობის რაოდენობის ზრდაა

საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე $10 045-მდე შემცირდა | მიზეზი მოსახლეობის რაოდენობის ზრდაა

BM.GE13 ნოემბერი, 2026, 16:54|bm.ge

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2025 წელს ერთ მოსახლეზე მშპ 10,045.5 აშშ დოლარი იყო, მანამდე გამოქვეყნებული შეფასებით კი 10,296.5 დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, მაჩვენებელი 251 დოლარით, ანუ დაახლოებით 2.4%-ით შემცირდა. კლება განაპირობა იმ გარემოებამ რომ დღეს საქსტატი მშპ-ის პარამეტრების კალკულაციაში გადავიდა მოსახლეობის ახალ რაოდენობაზე, რაც ეფუძნება 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს.

ახალი შეფასებით, 2025 წლის 1 იანვრისთვის საქართველოს მოსახლეობა 3.93 მილიონი იყო, ძველი მონაცემით კი 3.70 მილიონს შეადგენდა. ამავე დროს, საქსტატის განახლებული მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა, რაც წინასწარ შეფასებულ 7.5%-ზე მეტია. მოსახლეობის ახალი პარამეტრების გამოყენებამ კი ერთ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი შეამცირა.

მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილება ერთ მოსახლეზე მშპ-ის გაანგარიშებაზეც აისახა. ეს მაჩვენებელი ქვეყნის მთლიანი ეკონომიკური პროდუქტის მოსახლეობის საშუალო წლიურ რაოდენობაზე გაყოფით მიიღება. შესაბამისად, თუ მთლიანი მშპ-ის ზრდა მოსახლეობის ზრდას ჩამორჩება, ერთ მოსახლეზე მშპ მცირდება.

2025 წლის შემთხვევაში, მთლიანი მშპ-ის ნომინალური მოცულობა თავდაპირველ შეფასებასთან შედარებით 3.65%-ით გაიზარდა, 104.6 მილიარდიდან 108.4 მილიარდ ლარამდე. ამასთან, მოსახლეობის გადაანგარიშების შედეგად, მშპ-ის ერთ მოსახლეზე გამოსათვლელად გამოყენებული საშუალო წლიური მოსახლეობის მაჩვენებელი დაახლოებით 6.25%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთ მოსახლეზე მშპ 2.4%-ით შემცირდა და 27 546.9 ლარი შეადგინა.

მსგავსი ცვლილება 2024 წლის მაჩვენებელზეც აისახა. ამ შემთხვევაში, მთლიანი მშპ-ის მოცულობა უცვლელი დარჩა და 93 მილიარდ ლარს შეადგენდა, თუმცა მოსახლეობის გადაანგარიშების შედეგად ერთ მოსახლეზე მშპ 25 144.2 ლარიდან 23 774.6 ლარამდე შემცირდა, რაც 5.4%-იანი კლებაა.

საქსტატის განმარტებით, ერთ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლების განახლება 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებს უკავშირდება. აღწერის საფუძველზე 2015-2025 წლების მოსახლეობის რიცხოვნობა და ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები გადაანგარიშდა, რის შემდეგაც ეროვნული ანგარიშების ერთ მოსახლეზე მაჩვენებლებიც 2015 წლიდან განახლდა.

აღსანიშნავია, რომ ერთ მოსახლეზე მშპ-ის შემცირება თავისთავად არ ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის შემცირებას ან მოსახლეობის კეთილდღეობის გაუარესებას. მოცემულ შემთხვევაში ცვლილება სტატისტიკური გადაანგარიშების შედეგია: ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა გაიზარდა, თუმცა მისი განაწილება მოსახლეობის უფრო დიდ რაოდენობაზე მოხდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოსახლეობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • რუსეთის 27 რეგიონში აივ-ინფექცია მოსახლეობის ფართო ფენებში ვრცელდებაფორმულა
  • ზახაროვას თქმით, ფაშინიანს სომხეთის მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავსნეტგაზეთი
  • 25 000-ზე მეტი დევნილი, რომელიც 2008 წლის მერე მივიღეთ ცხინვალის რეგიონიდან, მაშინდელმა ხელისუფლებამ საზარბაზნე ხორცად გაწირა - ეს იყო უდიდესი დანაშაული მოსახლეობის წინაშე - თამაზ ბესტაევირუსთავი 2
  • ნიჩბისი-კავთისხევის დაზიანებული გზა და უხელფასოდ დარჩენილი მუშები - მოსახლეობა დახმარებას ითხოვსტვ პირველი
მოსახლეობის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE