მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს მთავრობა 300-400 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსებას გეგმავს
საქართველოს მთავრობა 300-400 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა 300-400 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსებას გეგმავს

BM.GE20 მაისი, 2026, 17:20|bm.ge

საქართველოს მთავრობა ლარში ნომინირებული ობლიგაციების შეთავაზებას გეგმავს - ახალი ფასიანი ქაღალდის საორიენტაციო მოცულობა 300-400 მილიონი ლარი იქნება. ახალი ობლიგაციის დაფარვის ვადა 2032 წლის აპრილი იქნება.

საქართველოს მთავრობის 15 მაისის განკარგულებით, ფასიანი ქაღალდების სინდიკაციის [პროცესი, როდესაც ემიტენტი ახალი ობლიგაციების ბაზარზე განსათავსებლად და გასაყიდად ქირაობს არა ერთ კონკრეტულ ბანკს, არამედ საფინანსო ინსტიტუტების ჯგუფს] მეთოდით განთავსების ოპერატორის ფუნქციას Galt & Taggart-ი და "თიბისი კაპიტალი" შეასრულებენ. აღნიშნული მომსახურების საფასური 33,000 ლარით განისაზღვრება.

აპრილში ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ინვესტორები ლარის ფასიან ქაღალდებში თანხის დაბანდებით სულ უფრო მეტად ინტერესდებიან, სწორედ ამიტომ სამინისტროს აქვს სურვილი გამოაცხადოს უფრო დიდი აუქციონი ლარში და ინვესტორებს დიდი ზომის ლარის ობლიგაციაში ინვესტირება შესთავაზოს.

"ჩვენი სამომავლო გეგმები, რომელიც მოიცავს ასევე, რომ ჩვენ გვქონდეს უფრო დიდი აუქციონი ლარში, სადაც ვხედავთ, რომ ინტერესი არის საკმაოდ მაღალი. არა მხოლოდ ინტერესი, არამედ როდესაც ყოველკვირეულად ხდება სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ადგილობრივ ბაზარზე, ჩვენ უკვე ვხედავთ საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობას ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

არსებული მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების მოცულობა თითოეულ განთავსებაზე 75-100 მილიონი ლარის ფარგლებშია, შესაბამისად ახლა ფინანსთა სამინისტრო უფრო მსხვილი - 300-400 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციის გამოშვებას გეგმავს, რისთვისაც უწყებამ Galt & Taggart-ი და "თიბისი კაპიტალი" დაიქირავა. ამჟამად ახალი ფასიანი ქაღალდის საორიენტაციო მოცულობის განსაზღვრა მიმდინარეობს.

2026 წლის ბიუჯეტით, სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების გამოშვების გზით 1.8 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღება იგეგმება, ახალი ფასიანი ქაღალდი, რომლის მოცულობაც 300-400 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება, სწორედ ამ 1.8 მილიარდი ლარის ნაწილი იქნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →ლარი →მილიონი →

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE