მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს შესახებ ინდოეთში როუდშოუ მოეწყო - ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველოს შესახებ ინდოეთში როუდშოუ მოეწყო - ტურიზმის ადმინისტრაცია

საქართველოს შესახებ ინდოეთში როუდშოუ მოეწყო - ტურიზმის ადმინისტრაცია

BM.GE10 ივლისი, 2026, 11:31|bm.ge

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთში საქართველოს შესახებ როუდშოუ გაიმართა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მასშტაბური ღონისძიებები ბენგალურუსა და ჩენაიში მოეწყო.

"როუდშოუში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა საქართველოში ვახტანგ ჯაოშვილმა.

როუდშოუში საქართველოდან 10 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა, ორივე ქალაქში გამართულ ღონისძიებას ინდოეთიდან 100-მდე ტუროპერატორი დაესწრო.

პრეზენტაციების პარალელურად, ღონისძიებები მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს B2B ფორმატში. ქართული და ინდური ტურისტული კომპანიებიების წარმომადგენლებმა შეხვედრებზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ჯგუფური ტურების მოზიდვას საქმიანი ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი, ასევე საზღვაო და სამთო მიმართულებით.

ინდოეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მზარდ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვას",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველ კვარტალში ინდოეთიდან ვიზიტებმა 29.5%-ით იკლო 18 587-მდე, რადგან ირანში მიმდინარე ომი და გაუქმებული ფრენები ნეგატიურად აისახა ვიზიტორების მაჩვენებელზე. 2021 წლიდან მოყოლებული სტატისტიკა მზარდია და 2025 წელს რეკორდული 142 476 ვიზიტი აღირიცხა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქართულმა ავიაკომპანია OneClick-მა თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენა დაიწყო

ქართულმა ავიაკომპანია OneClick-მა თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენა დაიწყო

BM.GE

საქართველოს საინვესტიციო კლიმატის ძლიერი და სუსტი მხარეები|Kass Group-ის გენდირექტორის მოსაზრება

საქართველოს საინვესტიციო კლიმატის ძლიერი და სუსტი მხარეები|Kass Group-ის გენდირექტორის მოსაზრება

BM.GE

წელს, დაბლობში 42° სიცხე, მთაში კი 40°-ია მოსალოდნელი|გარემოს ეროვნული სააგენტო

წელს, დაბლობში 42° სიცხე, მთაში კი 40°-ია მოსალოდნელი|გარემოს ეროვნული სააგენტო

BM.GE

ტრამპის ოჯახმა კრიპტოთი $2.3 მილიარდი იშოვა, ინვესტორებმა კი ზუსტად ამდენი დაკარგეს

ტრამპის ოჯახმა კრიპტოთი $2.3 მილიარდი იშოვა, ინვესტორებმა კი ზუსტად ამდენი დაკარგეს

BM.GE