მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოსა და უზბეკეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას მოიცავს - ფინანსთა მინისტრი
საქართველოსა და უზბეკეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას მოიცავს - ფინანსთა მინისტრი

საქართველოსა და უზბეკეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას მოიცავს - ფინანსთა მინისტრი

BM.GE3 ივლისი, 2026, 18:51|bm.ge

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საბაჟო მიმართულებით ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი გახდება ინფორმაციის გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის ეფექტიან კოორდინაციას.

„გარდა ამისა, მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, ასევე, საფინანსო სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით, რაც ჩვენს ქვეყნებს საშუალებას მისცემს გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესი, საჯარო ფინანსების მართვის საკითხები. ამ მიმართულებით საქართველოს მსოფლიოში აქვს მოწინავე პოზიციები. საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსით, არის მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა, ასევე, ძალიან მოწინავე პოზიციები აქვს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მიმართულებით, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს უზბეკ კოლეგებს გაიზიარონ რეფორმის შედეგები და ერთობლივად მოხდეს აღნიშნულ თემებზე მუშაობა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანს ჯერ არ გადაუწყვეტია, განაახლოს თუ არა მოლაპარაკებები აშშ-თანიმედი
  • იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პუტინის ვიზიტი სადავო იტურუპზე მკაცრად გააპროტესტაფორმულა
  • სპორტის მინისტრმა ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე სპორტულ სკოლებსა და დარბაზებს საჭირო სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცარუსთავი 2
  • 29 მილიონიანი ტენდერი ყოფილი მინისტრის დაფუძნებლ კომპანიას? - რა ეჭვებს აჩენს ტენდერის ქრონოლოგიატვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

რა წერია წერილში, რომელიც ღარიბაშვილის თქმით, ივანიშვილის დავალებით გამოუგზავნეს

რა წერია წერილში, რომელიც ღარიბაშვილის თქმით, ივანიშვილის დავალებით გამოუგზავნეს

BM.GE

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს - ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს - ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

BM.GE

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

BM.GE