მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში ოჯახის საშუალო ყოველთვიური ხარჯი ₾1936-ია, თანხის 38.7% სურსათზე მოდის - საქსტატი
საქართველოში ოჯახის საშუალო ყოველთვიური ხარჯი ₾1936-ია, თანხის 38.7% სურსათზე მოდის - საქსტატი

საქართველოში ოჯახის საშუალო ყოველთვიური ხარჯი ₾1936-ია, თანხის 38.7% სურსათზე მოდის - საქსტატი

BM.GE25 მაისი, 2026, 17:23|bm.ge

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში ერთი შინამეურნეობის, ანუ ოჯახის საშუალო ყოველთვიური ხარჯი 1936 ლარს შეადგენს, რაც ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით თვეში 603 ლარს შეადგენს. საქსტატის თანახმად, მოსახლეობის დანახარჯები 2025 წელს 11.6%-ით, ანუ 200 ლარით, ერთი ადამიანის ყოველთვიური დანახარჯები კი 63 ლარით გაიზარდა.

საქსტატის თანახმად, მოსახლეობის მთლიან ხარჯებში გაიზარდა სურსათის წილი, თუკი 2024 წელს მთლიან ხარჯებში 38.1% მოდიოდა სურსათზე, 2025 წელს სურსათის დანახარჯების წილმა 38.7%-ს მიაღწია, მეორე პოზიციაზეა 11.4%-ით სატრანსპორტო ხარჯები, მესამე ადგილზეა 11.3%-ით კომუნალური ხარჯები; მეოთხე პოზიციას 11%-ით ჯანდაცვის და მედიკამენტების ხარჯები იკავებს; მეხუთეზეა 5.8%-ით ტანსაცმელი; 5.1%-ით საოჯახო მოხმარების გრძელვადიანი საქონელი (ავეჯი; ელ. ტექნიკა და სხვა); 2.9% მოდის განათლების ხარჯებზე, ხოლო 13.7% კი ყველა სხვა სამომხმარებლო ხარჯზე.

ამასთან, ქალაქი-სოფლის ჭრილში სასურსათო დანახარჯები მთლიან ხარჯებში უფრო მაღალია სოფლად, სადაც ის 41.6%-ს აღწევს, ქალაქებში კი 37.5%-ია, თუმცა მთლიანობაში ეროვნულ დონეზე მოსახლეობის ფულადი ხარჯების 38.7% სწორედ სასურსათო ხარჯებზე მოდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოჯახის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • NGO-ების საკითხს რაც შეეხება, რატომ ატყუებდით საზოგადოებას, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, აიკრძალებოდა ორგანიზაციები, დაიხურებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები, ემიგრანტებს არ ექნებოდათ საშუალება, რომ თავისი ოჯახებისთვის ფული გადმოერიცხათ - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩატვ პირველი
  • დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებიც გაიცემა ბინების ნაცვლად – კობახიძენეტგაზეთი
  • პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებსიმედი
ოჯახის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE