ორიგინალი
საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი წელს 3000-ს გადააჭარბებს - მიხეილ სარჯველაძე
BM.GE·22:37

საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი წელს 3000-ს გადააჭარბებს - მიხეილ სარჯველაძე

25 ნოემბერი, 2026 · 22:37

საქართველოში სუროგაციის შესაძლო აკრძალვისა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სუროგაცია ყველა ქვეყანაში დაშვებული არ არის, უცხოელების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდებოდა, შესაბამისად, ამ პროცესს თან ახლდა რისკები, რომლის კონტროლიც სახელმწიფოსთვის რთულია.

"საქართველო მსოფლიო რუკაზე იყო აღნიშნული, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია. იმდენად დერეგულირებული იყო და იმდენი პრობლემა არსებობდა [ამ მიმართულებით], რომ, ბუნებრივია, ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა ბევრი თვალსაზრისით.

ბევრისთვის ეს შეიძლება ყოფილიყო საინტერესო, საერთაშორისო დონეზე. ამაზე მეტყველებს რიცხვებიც, რომელიც მზარდი იყო, მათ შორის წელს რეკორდული მაჩვენებელია. წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოეთიდან ჩამოსული. წელს 3000-ს გასცდება საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოელების მიერ სუროგაციით ბავშვის შექმნა. ბუნებრივია, ეს სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.

ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ სიიაფის გამო ხდებოდა, უბრალოდ, ეს არ არის ყველგან ხელმისაწვდომი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი წელს 3000-ს გადააჭარბებს - მიხეილ სარჯველაძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·22:30

რა გავლენას მოახდენს ხორბლის იმპორტის გადასახადი პურის ფასზე? - მალხაზ დოლიძის შეფასება

რა გავლენას მოახდენს ხორბლის იმპორტის გადასახადი პურის ფასზე? - მალხაზ დოლიძის შეფასება
BM.GE·22:00

ტრამპი ჯენსენ ჰუანგის შეწყალებისთვის მზადაა და აშშ NVIDIA-ში წილის შეძენას განიხილავს

ტრამპი ჯენსენ ჰუანგის შეწყალებისთვის მზადაა და აშშ NVIDIA-ში წილის შეძენას განიხილავს
BM.GE·21:47

"ეს [სოც. დახმარების] სფერო კრიტიკას ვერ უძლებს“ - ზავრადაშვილი დაინტერესდა როდის გაითვალისწინებს სამინისტრო აუდიტის რეკომენდაციებს

"ეს [სოც. დახმარების] სფერო კრიტიკას ვერ უძლებს“ - ზავრადაშვილი დაინტერესდა როდის გაითვალისწინებს სამინისტრო აუდიტის რეკომენდაციებს
BM.GE·21:35

ლარიზაცია და შიდა განვადებები - ოთარ ნადარაია სების ახალი რეგულაციის რისკებს აფასებს

ლარიზაცია და შიდა განვადებები - ოთარ ნადარაია სების ახალი რეგულაციის რისკებს აფასებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.