მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში „ტრამპთაუერის“ დაწყება ტრამპის მხრიდან ქვეყნისადმი პირად ნდობას აჩვენებს - პაპუაშვილი
საქართველოში „ტრამპთაუერის“ დაწყება ტრამპის მხრიდან ქვეყნისადმი პირად ნდობას აჩვენებს - პაპუაშვილი

საქართველოში „ტრამპთაუერის“ დაწყება ტრამპის მხრიდან ქვეყნისადმი პირად ნდობას აჩვენებს - პაპუაშვილი

BM.GE27 სექტემბერი, 2026, 15:46|bm.ge

ჩვენ არავის ვესხმით თავს, 14 წელია, მშვიდობა გვაქვს შენარჩუნებული, ჩვენი კრიტიკა ყოველთვის არის პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ხოლმე, ჩვენ და ქართველი ხალხი ვიტოვებთ უფლებას, რომ ვიყოთ კრიტიკული ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინმეს თუ უნდა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გაჩუმება იმისთვის, რომ კომფორტში იყოს, ამისთვის ერთადერთი გზა არის, ქართველ ხალხს თავს არ დაესხან.

„ამერიკასთან ურთიერთობას რაც შეეხება, ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ ეს ურთიერთობები მიდის გადატვირთვის გზით, ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. კერძოდ, დაინიშნა ელჩის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, რომელიც ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, საგარეო უწყებებს შორის არსებობს კომუნიკაცია, მათ შორის „ტრამპთაუერის“ განხორციელება დაიწყო საქართველოში, რაც გულისხმობს ტრამპის პირად, პერსონალურ ნდობას საქართველოს სტაბილური განვითარების მიმართ. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ სწორი დინამიკა არის ამ ურთიერთობებში. ჩვენ განვაცხადეთ, რა არის ჩვენი საზომი, როდის შეგვეძლება თქმა, რომ ეს ურთიერთობა სრულად შეესაბამება ჩვენს წარმოდგენებს. ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არის ის საზომი, როცა ვიტყვით, რომ კმაყოფილი ვართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • ტრამპის განცხადებით, ირანის ომის დასრულების მიმართულებით დადებითი დინამიკა შეინიშნებარუსთავი 2
  • მართლა სჯერა ვინმეს, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო? - ტრამპიტვ პირველი
  • დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად შეთანხმება მზადდებაფორმულა
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

BM.GE

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

BM.GE

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

BM.GE