მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში წიგნების იმპორტი შემცირდა - სად ვყიდულობთ?
საქართველოში წიგნების იმპორტი შემცირდა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში წიგნების იმპორტი შემცირდა - სად ვყიდულობთ?

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 01:47|bm.ge

საქართველოში წიგნების იმპორტი შემცირდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში $5.18 მლნ-ის ღირებულების 792 ტონა წიგნი შემოვიდა. გასული წლის იმავე პერიოდში კი იმპორტის ღირებულება $5.29 მლნ, მოცულობა კი 1 037 ტონა იყო. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში წიგნების იმპორტის ღირებულება 2.1%-ით, დაახლოებით $111 ათასი დოლარით შემცირდა, ხოლო იმპორტირებული წიგნების მოცულობა 23.6%-ით, 245 ტონით დაეცა.

ქვეყნების მიხედვით, 2026 წლის პირველ 8 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი წიგნი თურქეთიდან შემოვიდა - $2.1 მლნ-ის ღირებულების 470 ტონა. მეორე ადგილზეა პოლონეთი, საიდანაც იმპორტმა $1 მლნ შეადგინა, თუმცა მოცულობა 58 ტონა იყო. მესამე პოზიციაზეა გაერთიანებული სამეფო - $734 ათასი და 33 ტონა, მეოთხეზე კი ირანი - $476 ათასი და 146 ტონა.

დანარჩენი ქვეყნების მიხედვით, იმპორტის მაჩვენებლები ასეთია: გერმანია - $254 ათასი და 16 ტონა; ჩინეთი - $138 ათასი და 36 ტონა; რუსეთი - $129 ათასი და 15 ტონა; ნიდერლანდები - $47 ათასი და 2 ტონა; საფრანგეთი - $37 ათასი და 1.4 ტონა; ჰონ-კონგი - $30 ათასი და 4.9 ტონა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

OpenAI-ის წლიურმა შემოსავალმა ინვესტორთა მოლოდინები ვერ გაამართლა

OpenAI-ის წლიურმა შემოსავალმა ინვესტორთა მოლოდინები ვერ გაამართლა

BM.GE

სექტემბერში გაეროს სურსათის ფასების ინდექსი 136 პუნქტამდე გაიზარდა

სექტემბერში გაეროს სურსათის ფასების ინდექსი 136 პუნქტამდე გაიზარდა

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

"რაჭას ოთხივე სეზონზე შეუძლია სტუმრების მიღება" - "არტ რაჭა" ზამთრის ტურიზმის განვითარებას ითხოვს

"რაჭას ოთხივე სეზონზე შეუძლია სტუმრების მიღება" - "არტ რაჭა" ზამთრის ტურიზმის განვითარებას ითხოვს

BM.GE