მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქონლისა და მომსახურების შესაძენად ინტერნეტის გამოყენება იზრდება - განსაკუთრებით სოფლად
საქონლისა და მომსახურების შესაძენად ინტერნეტის გამოყენება იზრდება - განსაკუთრებით სოფლად

საქონლისა და მომსახურების შესაძენად ინტერნეტის გამოყენება იზრდება - განსაკუთრებით სოფლად

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 19:02|bm.ge

საქართველოში ელექტრონულ კომერცია ზრდას აჩვენებს.

“საქსტატის” მონაცემებით, ბოლო 12 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 38.6%-მა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. 2025 წელს ეს მაჩვენებელი 37.4%-ს, 2024 წელს კი, მხოლოდ 31.3%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტს საქონელსა და მომსახურებას აქტიურად იძენენ საქალაქო დასახლებების მცხოვრებლები. მათი 42.7% ინტერნეტს საქონლისა და მომსახურების შესაძენად იყენებს. სასოფლო დასახლებებში ეს მაჩვენებელი 31%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ეს წილობრივი განაწილება ბოლო 12 თვეში შეიცვალა. გასულ წელს სასოფლო დასახლებებში ინტერნეტს საქონლისა და მომსახურების შესაძენად მხოლოდ 26.1% იყენებდა.

"საქსტატის" მონაცემებით, ძირითადი აქტივობა 15-29 და 30-59 წლის ასაკის მოსახლეობის მხრიდანაა.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მონაცემებით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 93.5 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.5 პროცენტული პუნქტით აღემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰონკონგის ბირჟაზე Shein-ის აქციების ფასი მეორე დღეა იკლებს - ოთხშაბათის სესიაზე ვარდნა 5%-ზე მეტია

ჰონკონგის ბირჟაზე Shein-ის აქციების ფასი მეორე დღეა იკლებს - ოთხშაბათის სესიაზე ვარდნა 5%-ზე მეტია

BM.GE

BP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ იან ტაილერი დაინიშნა

BP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ იან ტაილერი დაინიშნა

BM.GE

რას იგებს ბიძინა ივანიშვილი ყოფილი თანაგუნდელების დაჭერით?|თინა ხიდაშელის მოსაზრება

რას იგებს ბიძინა ივანიშვილი ყოფილი თანაგუნდელების დაჭერით?|თინა ხიდაშელის მოსაზრება

BM.GE

შავი ზღვის ყველაზე ამბიციური პროექტი - Newsweek-ი Ambassadori Island Batumi-ს დეტალებს აქვეყნებს

შავი ზღვის ყველაზე ამბიციური პროექტი - Newsweek-ი Ambassadori Island Batumi-ს დეტალებს აქვეყნებს

BM.GE