მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასკოლო ფორმა უფასოდ გადაეცემათ ბავშვებს მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან - დადგენილება
სასკოლო ფორმა უფასოდ გადაეცემათ ბავშვებს მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან - დადგენილება

სასკოლო ფორმა უფასოდ გადაეცემათ ბავშვებს მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან - დადგენილება

BM.GE22 აგვისტო, 2026, 16:17|bm.ge

საქართველოს მთავრობამ სასკოლო ფორმის უფასოდ უზრუნველყოფის პროგრამში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც პროგრამის ბენეფიციართა წრეს მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებიც დაემატნენ.

ცვლილება მთავრობის 21 აგვისტოს №406 დადგენილებით შევიდა ძალაში. დოკუმენტით განახლდა 3 აგვისტოს დამტკიცებული „სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა“.

ახალი წესის მიხედვით, უფასო სასკოლო ფორმის მიღების უფლება ექნებათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, რომლებიც არიან მრავალშვილიანი მშობლის შვილები და მათი ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

კერძოდ, პროგრამაში მოხვდებიან ბავშვები, რომელთა მშობელს მინიჭებული აქვს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი — ოთხი ან მეტი შვილის მშობელს, ხოლო ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000-ზე მეტია და 120 001-ზე ნაკლებია.

ამასთან, პროგრამაში უკვე გათვალისწინებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ის ბავშვები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია.

პროგრამის მიზნად მთავრობა განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის, სოციალური ინტეგრაციისა და ინკლუზიური, ღირსებაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს ხელშეწყობას ასახელებს. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში სრულფასოვანი ჩართულობის მხარდაჭერას.

სასკოლო ფორმით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციარებს ასევე წარმოადგენენ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მოსწავლეები, მათ შორის მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები და შესაბამის სახელმწიფო სერვისებში ჩართული მოსწავლეები. პროგრამა ვრცელდება იმ ბავშვებზეც, რომლებმაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ვერ გააგრძელეს და საქართველოს საჯარო სკოლებში ჩაირიცხნენ.

ვის გადაეცემა სასკოლო ფორმა უფასოდ

დადგენილების თანახმად, სასკოლო ფორმის ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:

• არიან მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები და რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ქულაზე მეტია და 120 001 ქულაზე ნაკლებია; • რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია; • ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში; • განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში; • სარგებლობენ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებით; • განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში; • 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადაეცემათ დადგენილი ნიმუშის სასკოლო ფორმა.

რა შედის სასკოლო ფორმის კომპლექტში

პროგრამით განსაზღვრული სასკოლო ფორმის კომპლექტი ბიჭებისთვის მოიცავს ერთ პიჯაკსა და ორ შარვალს, ხოლო გოგოებისთვის — ერთ პიჯაკს, ერთ შარვალსა და ერთ ქვედაკაბას.

განათლების მინისტრის 25 ივლისის ბრძანებით ასევე განსაზღვრულია სასკოლო ფორმის საცალო ფიქსირებული ფასები. როგორც ბიჭის, ისე გოგოს ფორმის სრული კომპლექტის საცალო ღირებულება 95 ლარია.

ცალკეული ნივთების ფასებია:

• ბიჭის პიჯაკი — 45 ლარი; • ბიჭის შარვალი — 25 ლარი; • გოგოს პიჯაკი — 45 ლარი; • გოგოს შარვალი — 25 ლარი; • გოგოს ქვედაკაბა — 25 ლარი.

მინისტრის ბრძანებით, აღნიშნული ფასები ფიქსირებულია და სასკოლო ფორმის განსხვავებული ღირებულებით რეალიზაცია დაუშვებელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სებ-მა ლარში ნომინირებული სტაბილკოინების გამოშვებისთვის დამატებითი წესი განსაზღვრა

სებ-მა ლარში ნომინირებული სტაბილკოინების გამოშვებისთვის დამატებითი წესი განსაზღვრა

BM.GE

სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის გამო, აშშ-მა რიგ კანადურ საიმპორტო საქონელზე 50%-ის ტარიფები დააწესა

სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის გამო, აშშ-მა რიგ კანადურ საიმპორტო საქონელზე 50%-ის ტარიფები დააწესა

BM.GE

სასამართლომ გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთათვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის აკრძალვა

სასამართლომ გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთათვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის აკრძალვა

BM.GE

საპენსიო ფონდის მიერ დაწერილი ჯარიმების მოცულობა 700%-ით, 6.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა

საპენსიო ფონდის მიერ დაწერილი ჯარიმების მოცულობა 700%-ით, 6.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა

BM.GE