მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასტუმროების ბიზნესში საინვესტიციო ინტერესი რეგიონებისკენ ინაცვლებს - ქეთევან მელაძე
სასტუმროების ბიზნესში საინვესტიციო ინტერესი რეგიონებისკენ ინაცვლებს - ქეთევან მელაძე

სასტუმროების ბიზნესში საინვესტიციო ინტერესი რეგიონებისკენ ინაცვლებს - ქეთევან მელაძე

BM.GE11 ივლისი, 2026, 00:20|bm.ge

სასტუმროების ბიზნესში საინვესტიციო ინტერესი რეგიონებისკენ ინაცვლებს - ამის შესახებ BMG-სთან „საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ ხელმძღვანელი ქეთევან მელაძე აცხადებს.

მისი განმარტებით, თუ 10-15 წლის წინ ძირითადი საინვესტიციო „ბუმი“ დედაქალაქზე მოდიოდა, დღეს ვითარება შეცვლილია და ბაზარი უფრო მეტად რეგიონული განვითარებისკენ არის მიმართული.

„დიდ ინვესტიციებს რომ დებდნენ და „ბუმი“ იყოს, რასაკვირველია, ამას თქვენც კარგად იგრძნობდით. დღესდღეობით, ნამდვილად არ არის ასეთი „ბუმი“ საქართველოში. თუმცა, გარკვეული მშენებლობები მიდის - მე რა შეხებაც მაქვს, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებიც საკმაოდ დაინტერესებულები არიან და საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებენ, იმიტომ რომ საქართველოს ბუნება და მდებარეობა საკმაოდ მიმზიდველია“ - აცხადებს ქეთევან მელაძე BMG-სთან.

ამასთან, მისივე თქმით, თბილისსა და ბათუმში ბაზარი გაჯერებულია. თუმცა, რეგიონში სასტუმროების განვითარებით ბევრი ემიგრანტი ინტერესდება.

„როგორც ამ სფეროში მომუშავე ადამიანი, დღესდღეობით, ნამდვილად ვერავის ვურჩევ - შემოდი და ჩადე ინვესტიცია - როცა იცი, რა შედეგი შეიძლება მიიღო. თუ მათი სურვილია რასაკვირველია, ისინი არც გეკითხებიან - ბაზარზე შემოდიან. თუმცა, რეგიონებში უფრო არის ინტერესი, მაგალითად, გორში - გორელი, რომელიც პირობითად, წასულია ქვეყნიდან, ის ბრუნდება და სასტუმროს აშენებს გორში, იმიტომ რომ ეს პრეცედენტი შექმნა „გორი ინნ“-მა და ნახა რომ საკმაოდ მოგებიანი იყო - ქუთაისიდან ჩამოსული სტუმრები აუცილებლად ჩერდებიან გორში“ - აცხადებს ქეთევან მელაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბიზნესის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "რუსთავის ფოლადმა" არმატურის ბიზნესი გაყიდაფორმულა
  • კახა კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე: დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია - მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებშირუსთავი 2
  • კახა კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე: დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია - მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებშიიმედი
  • „ბიზნესმა შეიტანა“ – კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასნეტგაზეთი
ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

BM.GE

როგორ აპირებს რუსეთი Wildberries-ისა და Ozon-ის დახმარებას?

როგორ აპირებს რუსეთი Wildberries-ისა და Ozon-ის დახმარებას?

BM.GE

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია - ირაკლი ნადარეიშვილი

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია - ირაკლი ნადარეიშვილი

BM.GE

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

BM.GE