მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასტუმროების სექტორში დაკრედიტება მცირდება, ვადაგადაცილებული სესხები კი იზრდება
სასტუმროების სექტორში დაკრედიტება მცირდება, ვადაგადაცილებული სესხები კი იზრდება

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება მცირდება, ვადაგადაცილებული სესხები კი იზრდება

BM.GE23 ივლისი, 2026, 14:46|bm.ge

საქართველოში მოქმედმა ბანკებმა სებ-ს 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსური მაჩვენებლები წარუდგინეს, რომლის თანახმადაც კონკრეტული სექტორების მიხედვით, ბანკებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სასტუმროების და ტურიზმის სექტორია.

როგორც ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, მთლიანად ბიზნეს სექტორში დაკრედიტება წელს 12%-ით, 48 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ტურიზმის სექტორში კი ზრდის ნაცვლად საკრედიტო პორტფელი მცირდება ეს კი ნიშნავს რომ აღარ გაიცემა ახალი სესხები, ხოლო ძველი კრედიტები კი მილევად რეჟიმშია. უფრო დეტალურად, 2026 წლის ივნისის ბოლოსთვის ამ სექტორზე 2.85 მილიარდი ლარი იყო გაცემული, რაც წინა წელთან შედარებით 414 მილიონი ლარით ანუ 13%-ით არის შემცირებული.

ამასთან გაიზარდა სექტორის პრობლემური სესხების მოცულობა და ის 135 მილიონ ლარს შეადგენს, შედარებისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სასტუმროების სექტორში 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობა 97 მილიონი ლარი იყო. შედეგად, სექტორში ვადაგადაცილების წილი 3%-დან 4.7%-მდე გაიზარდა რაც 1.7 პროცენტული პუნქტის ზრდას წარმოადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"თავიდან პლატფორმა იმისთვის შეიქმნა, რომ ფერმერებს პროდუქტების გაყიდვაში დავხმარებოდით" - რას სთავაზობს Fermio მომხმარებელს?

"თავიდან პლატფორმა იმისთვის შეიქმნა, რომ ფერმერებს პროდუქტების გაყიდვაში დავხმარებოდით" - რას სთავაზობს Fermio მომხმარებელს?

BM.GE

₾3.5-მილიონიანი ინვესტიცია ნორიოში - "აგროქიზიყი" თანამედროვე ფერმის მშენებლობას ასრულებს

₾3.5-მილიონიანი ინვესტიცია ნორიოში - "აგროქიზიყი" თანამედროვე ფერმის მშენებლობას ასრულებს

BM.GE

ჩარიცხვებმა სახელმწიფოსა და აბიტურიენტების ინტერესების აცდენა აჩვენა| განათლების მკვლევარი კვოტირების სისტემის შედეგებს აფასებს

ჩარიცხვებმა სახელმწიფოსა და აბიტურიენტების ინტერესების აცდენა აჩვენა| განათლების მკვლევარი კვოტირების სისტემის შედეგებს აფასებს

BM.GE

კიდევ ხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის 62,2 მლნ ლარის ტენდერები გამოცხადდა

კიდევ ხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის 62,2 მლნ ლარის ტენდერები გამოცხადდა

BM.GE