მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასტუმროებსა და რესტორნებში უცხოელების უნაღდო დანახარჯები გაიზარდა - როგორია საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე?
სასტუმროებსა და რესტორნებში უცხოელების უნაღდო დანახარჯები გაიზარდა - როგორია საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე?

სასტუმროებსა და რესტორნებში უცხოელების უნაღდო დანახარჯები გაიზარდა - როგორია საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე?

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 18:40|bm.ge

2026 წლის ივლისში სასტუმროებში თიბისი ბანკის არხებით გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 30%-ით გაიზარდა. „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი 483 ლარს გაუტოლდა.

ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით სასტუმროებში ჯამური უნაღდო დანახარჯების 15% რეზიდენტებმა, ხოლო არარეზიდენტებმა 85% დაიკავეს. 2026 წლის ივლისში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები გასული წლის ივლისთან შედარებით 6%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი 179 ლარი დაფიქსირდა.

უცხოელების უნაღდო დანახარჯები კი სასტუმროებში წლიურად 35%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯს ერთ ტრანზაქციაზე, მაჩვენებელი 693 ლარს გაუტოლდა.

მზარდი იყო რესტორნებში დანახარჯებიც. 2026 წლის ივლისში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 24%-ით გაიზარდა . საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 36 ლარს გაუტოლდა.

თიბისი ბანკის არხებით რესტორნებში გაწეული უნაღდო დანახარჯების 65% საქართველოს რეზიდენტებზე, 35% უცხოელებზე მოდიოდა.

2026 წლის ივლისში თიბისი ბანკის არხებით რესტორნებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 26%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 27 ლარს გაუტოლდა. უცხოელების უნაღდო დანახარჯები კი, 20%-ით გაიზარდა, საშუალო დანახარჯმა კი 99 ლარს მიაღწია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინდოეთმა რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა

ინდოეთმა რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა

BM.GE

clubnparty 5 თვეში 3,800%-იან ზრდას აფიქსირებს - მიზანია თვეში 100,000,000 აქტიური მომხმარებელი

clubnparty 5 თვეში 3,800%-იან ზრდას აფიქსირებს - მიზანია თვეში 100,000,000 აქტიური მომხმარებელი

BM.GE

აგვისტოში სააგენტო BMG-ის სიახლეები 1.9 მილიონჯერ წაიკითხეს

აგვისტოში სააგენტო BMG-ის სიახლეები 1.9 მილიონჯერ წაიკითხეს

BM.GE

აგვისტოში ევროზონაში ინფლაცია 3.3%-მდე გაიზარდა

აგვისტოში ევროზონაში ინფლაცია 3.3%-მდე გაიზარდა

BM.GE