მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სატესტო რეჟიმში გახსნიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა სრულ ექსპლუატაციაში შევა - ეკონომიკის სამინისტრო
სატესტო რეჟიმში გახსნიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა სრულ ექსპლუატაციაში შევა - ეკონომიკის სამინისტრო

სატესტო რეჟიმში გახსნიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა სრულ ექსპლუატაციაში შევა - ეკონომიკის სამინისტრო

BM.GE18 მაისი, 2026, 22:26|bm.ge

გახსნიდან თითქმის 10 წლის შემდეგ ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბაქოში ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა ხელი მოაწერეს ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლს, რომლითაც ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა.

"ამით წარმატებით დასრულდა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტის მრავალწლიანი განხორციელების ისტორიული პროცესი — სტრატეგიული ინიციატივა, რომელსაც 2007 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთობლივი ძალისხმევით ჩაეყარა საფუძველი.

ხელმოწერას წინ უძღოდა მრავალთვიანი მოლაპარაკება მხარეებს შორის და საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ძლიერი პოლიტიკური ნების, მჭიდრო კოორდინაციისა და ინტენსიური ერთობლივი მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ყველა დარჩენილი საკითხის წარმატებით გადაწყვეტა.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში პროექტს თან ახლდა არაერთი ტექნიკური, ინფრასტრუქტურული, სამართლებრივი და ორგანიზაციული გამოწვევა, რაც აფერხებდა მის სრულყოფილად დასრულებასა და სრულმასშტაბიან ექსპლუატაციაში შესვლას, რაც წარმატებით დასრულდა", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობითვე, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა დღეს უკვე წარმოადგენს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო კომპონენტს და განსაკუთრებულ როლს ასრულებს აზიასა და ევროპას შორის თანამედროვე, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტების ფორმირებაში. პროექტის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება ჩინეთსა და ევროპას შორის მზარდი სატვირთო ნაკადებისა და შუა დერეფნის მიმართ გაზრდილი საერთაშორისო ინტერესის ფონზე.

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის სრულმასშტაბიანი ოპერირება მნიშვნელოვნად ამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის — დაახლოებით 10 დღემდე, ხოლო დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონას აღწევს. ეს ქმნის შესაძლებლობებს რეგიონული ვაჭრობის გაფართოების, სატრანზიტო პოტენციალის ზრდისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირირუსთავი 2
  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირიიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →სრულად →სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

BM.GE

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

BM.GE

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

BM.GE