
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე, საქართველოში საწვავის ფასი კვლავ იზრდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბენზინის და დიზელის ფასი 4-15 თეთრით გაიზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ივნისის დასაწყისიდან საქართველოში მოქმედ გასამართ სადგურებზე საწვავი ივლისის დასაწყისამდე იაფდებოდა, რაც აღნიშნული პერიოდისთვის აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზებითა და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებით იყო განპირობებული. თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი კვლავ ძვირდება და ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით ივლისის დასაწყისში დაიწყეს. ივლისის ბოლოსთვის სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი დაახლოებით 20 თეთრამდე იყო გაძვირებული.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Gulf-ის ქსელში 3 აგვისტოს შემდეგ საწვავი ფასი 11 აგვისტოს შეიცვალა და 6 თეთრით გაძვირდა. ჯამში აგვისტოს პირველ 10 დღეში ამ ბრენდის გასამართ სადგურებზე ფასი 6-16 თეთრით გაიზარდა.
შედეგად, დღეს, საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
• G-Force სუპერი - ₾4.27; • G-Force პრემიუმი - ₾3.83; ზრდა - 6 თეთრი; • G-Force ევრო რეგულარი - ₾3.65; ზრდა - 6 თეთრი; • ევრო რეგულარი - ₾3.65; ზრდა - 6 თეთრი; • G-Force ევრო დიზელი - ₾4.33, ზრდა - 6 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.23, ზრდა - 6 თეთრი;
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 5 აგვისტოს შემდეგ კიდევ ერთხელ 7 აგვისტოს შეიცვალა და დიზელის ფასი 5 თეთრით გაიზარდა. ჯამურად აგვისტოს პირველ 10 დღეში ამ ბრენდის სადგურებზე დიზელი 15 თეთრით გაძვირდა. დღეს სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
• ეკო სუპერი - ₾4.23; • ეკო პრემიუმი - ₾3.82; • ეკო დიზელი - ₾4.25, ზრდა - 5 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.24, ზრდა - 5 თეთრი; • ევრო რეგულარი - ₾3.68; • დიზელ ენერჯი - ₾4.19, ზრდა - 5 თეთრი;
Connect-ის ქსელში ბენზინის ღირებულება 3 აგვისტოს 5-10 თეთრით გაძვირდა. ამის შემდეგ ფასი ამ ქსელში არ დაკორექტირებულა. დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:
• სუპერი - ₾3.85, ზრდა - 5 თეთრი; • პრემიუმი - ₾3.70, ზრდა - 5 თეთრი; • რეგულარი - ₾3.55, ზრდა - 5 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.05, ზრდა - 10 თეთრი; • დიზელი - ₾3.85, ზრდა - 10 თეთრი;
Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში ფასები 24 ივლისს შემდეგ 8 აგვისტოს შეიცვალა და სხვადასხვა ტიპის საწვავი 4-15 თეთრით გაძვირდა. დღეს, ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
• ნანო სუპერი - ₾4.24, ზრდა - 12 თეთრი; • ნანო პრემიუმი - ₾3.77, ზრდა - 4 თეთრი; • ნანო ევრო რეგულარი - ₾3.63, ზრდა - 4 თეთრი; • ევრო 5 დიზელი - ₾4.10; ზრდა - 15 თეთრი; • ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.19; ზრდა - 14 თეთრი;
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ივნისის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც გაიაფდა.
Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
• Efix სუპერი - ₾4.27; • Efix ევრო პრემიუმი - ₾3.78; • ევრო რეგულარი - ₾3.63; • Efix ევრო დიზელი - ₾4.24; • ევრო დიზელი - ₾4.14;
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
• Super ecto – ₾4.24; • Premium Avangard - ₾3.81; • Euro Regular - ₾3.66; • Euro Diesel - ₾4.22;
BM.GE
წყარო: bm.ge