მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საწვავი ისევ ძვირდება - რამდენით გაიზარდა ფასი ოქტომბერში?
საწვავი ისევ ძვირდება - რამდენით გაიზარდა ფასი ოქტომბერში?

საწვავი ისევ ძვირდება - რამდენით გაიზარდა ფასი ოქტომბერში?

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 18:55|bm.ge

საქართველოში საწვავის კვლავ ძვირდება. ოქტომბრის დასაწყისიდან, ქვეყანაში მოქმედი ბრენდირებული გასამართი სადგურების ქსელებში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასის ძირითადად 15-20 თეთრით გაძვირდა.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Gulf-ის ქსელში საწვავი ბოლოს 19 ოქტომბერს გაძვირდა. ამ ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში მიმდინარე თვეში ფასები 3-ჯერ დაკორექტირდა. შედეგად ოქტომბერში ბენზინი ჯამში 14-22 თეთრით, დიზელი კი 10-12 თეთრამდეა გაძვირებული. შედეგად, დღეს, საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

• G-Force სუპერი - ₾4.69; ზრდა - 14 თეთრი; • G-Force პრემიუმი - ₾4.39; ზრდა - 22 თეთრი; • G-Force ევრო რეგულარი - ₾4.09; ზრდა - 20 თეთრი; • G-Force ევრო დიზელი - ₾5.05, ზრდა - 10 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.99, ზრდა - 12 თეთრი;

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 5-ჯერ დაკორექტირდა. ბოლოს ფასები დღეს შეიცვალა და ბენზინის ღირებულება 14-23 თეთრით, ხოლო დიზელის 8-14 თეთრით გაიზარდა.

დღეს სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

• A1 სუპერი 100 - ₾4.83, ზრდა - 19 თეთრი; • ეკო სუპერი - ₾4.68; ზრდა - 14 თეთრი; • ეკო პრემიუმი - ₾4.39; ზრდა - 23 თეთრი; • ეკო დიზელი - ₾5.07, ზრდა - 14 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.98, ზრდა - 9 თეთრი; • ევრო რეგულარი - ₾4.08; ზრდა - 14 თეთრი; • დიზელ ენერჯი - ₾4.93, ზრდა - 8 თეთრი;

Connect-ის ქსელში საწვავი ფასი ოქტომბერში 3-ჯერ დააკორექტირეს. ჯამში ამ თვეში ბენზინის ღირებულება 15-20 თეთრით. დიზელი კი 0.15-1.15 ლარით გაძვირდა.

დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:

• სუპერი - ₾4.35; ზრდა - 15 თეთრი; • პრემიუმი - ₾4.15; ზრდა - 20 თეთრი; • რეგულარი - ₾3.95; ზრდა - 15 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.90, ზრდა - 1.15 ლარით; • დიზელი - ₾4.80, ზრდა - 15 თეთრი;

Socar-ის გასამართი სადგურებში საწვავის ფასი ოქტომბერში რამდენჯერმე დაკორექტირდა, ბოლოს ფასი 9 ოქტომბერს შეიცვალა. შედეგად ბენზინი და დიზელი 2-დან 16 თეთრამდე გაძვირდა. დღეს, ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

• ნანო სუპერი - ₾4.62, ზრდა - 12 თეთრი; • ნანო პრემიუმი - ₾4.31, ზრდა - 16 თეთრი; • ნანო ევრო რეგულარი - ₾4.02, ზრდა - 16 თეთრი; • ევრო 5 დიზელი - ₾4.90; ზრდა - 4 თეთრი; • ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.96; ზრდა - 2 თეთრი;

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ივნისის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც გაიაფდა.

Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

• Efix სუპერი - ₾4.65; ზრდა - 9 თეთრი; • Efix ევრო პრემიუმი - ₾4.32; ზრდა - 27 თეთრი; • ევრო რეგულარი - ₾4.02; ზრდა - 18 თეთრი; • Efix ევრო დიზელი - ₾4.99; ზრდა - 2 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.92; ზრდა - 3 თეთრი;

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

• Super ecto – ₾4.60; ზრდა - 5 თეთრი; • Premium Avangard - ₾4.25; ზრდა - 20 თეთრი; • Euro Regular - ₾3.95; ზრდა - 10 თეთრი; • Euro Diesel - ₾4.97; ზრდა - 15 თეთრი.

Portal-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

• Super – ₾4.39; • Premium - ₾4.19; ზრდა - 15 თეთრი; • Euro Regular - ₾3.94; ზრდა - 10 თეთრი; • Euro Diesel - ₾4.94; ზრდა - 15 თეთრი; • Effect Diesel - ₾4.84; ზრდა - 15 თეთრი;

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ამჯერად ნუ გადადებ -  Midea Georgia-ს Trade-In კამპანია ტექნიკის განახლებას ამარტივებს

ამჯერად ნუ გადადებ -  Midea Georgia-ს Trade-In კამპანია ტექნიკის განახლებას ამარტივებს

BM.GE

სემეკი 24-25 ივლისის სისტემური ავარიების გამო კომპანიებისთვის 150 000-ლარიან ჯარიმებს განიხილავს

სემეკი 24-25 ივლისის სისტემური ავარიების გამო კომპანიებისთვის 150 000-ლარიან ჯარიმებს განიხილავს

BM.GE

სავაჭრო გემებზე თავდასხმების აღსაკვეთად NATO შავ ზღვაში დრონებსა და თვითმფრინავებს გზავნის

სავაჭრო გემებზე თავდასხმების აღსაკვეთად NATO შავ ზღვაში დრონებსა და თვითმფრინავებს გზავნის

BM.GE

დაჩქარებულად მიღებული კანონის მიუხედავად, ციფრული ლარის გამოშვებას უახლოეს წლებში არ ვგეგმავთ - სებ

დაჩქარებულად მიღებული კანონის მიუხედავად, ციფრული ლარის გამოშვებას უახლოეს წლებში არ ვგეგმავთ - სებ

BM.GE