მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „საწვავის ფასი მესამედ დავწიეთ, დავაკვირდებით დინამიკას“ – Wissol-ის მოლოდინი
„საწვავის ფასი მესამედ დავწიეთ, დავაკვირდებით დინამიკას“ – Wissol-ის მოლოდინი

„საწვავის ფასი მესამედ დავწიეთ, დავაკვირდებით დინამიკას“ – Wissol-ის მოლოდინი

BM.GE8 ივლისი, 2026, 17:15|bm.ge

„ვისოლის“ გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი შემცირებას განაგრძობს და დღეს, სადგურებზე ფასი მესამედ შემცირდა - ამის შესახებ „საქმიანი დილას“ ეთერში სტუმრობისას კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ ისაუბრა.

მისი განმარტებით, მარტის შემდგომი ტურბულენცია დღემდე გრძელდება როგორც კონფლიქტის თვალსაზრისით ასევე ნავთობის ფასების კუთხითაც, თუმცა ივნისთან შედარებით დღეს უკეთესი ვითარებაა, რაც ქვეყანაში საწვავის ფასზეც ახდენს გავლენას.

„დღეს უკვე მესამეჯერ შევამცირეთ ჩვენ ფასი. საერთო ჯამში დიზელის ღირებულება, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა, ჩვენ ქსელში უკვე ჯამურად 30 თეთრამდეა შემცირებული, ანუ სამჯერ დაახლოებით 10 თეთრის ფარგლებში შევამცირეთ. ბენზინის ფასიც დაახლოებით 10 თეთრამდე შევამცირეთ. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჯერჯერობით ეს ტრენდი გაგრძელდება“, - ამბობს ვასილ ხორავა.

Wissol-ის გენერალური დირექტორი იმედოვნებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო ნავთობის ბაზარზე არსებული ცვლილებების და გაძვირების მიუხედავად, საწვავის ფასზე ეს დიდად არ აისახება.

„საშუალო ფასს თუ ავიღებთ, შეწონილი ფასი ივნისის უკეთესი იყო ვიდრე ბუნებრივია მაისისთვის. ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ ივნისში იმპორტირებული პროდუქტი ივნისშივე და მერე უკვე ივლისის დასაწყისშივე გაგვეიაფებინა. ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოების წინაშე ვიყოთ ანგარიშვალდებული.

დღეს ქსელში ფასები მესამედ შეიცვალა და დავაკვირდებით დინამიკას. მთავარია, რომ პასუხისმგებლობით მოიქცეს ყველა კომპანია და მათ შორის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მაქსიმალურად ორიენტირებული იქნება იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებელს მაღალი ხარისხის საწვავი ადეკვატური ფასებით მივაწოდოთ“, - განმარტა ხორავამ.

ცნობისთვის, Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში დღეს ბენზინის ფასი 6-8 თეთრით, დიზელის კი 8 თეთრით შემცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საწვავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედისფორმულა
  • გიორგი ახობაძე: მე მგონი უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საწვავი ათრიონ აფხაზეთისკენ. მერე უბრალოდ დავჯდეთ და ჩვენს ნავთობტერმინალებზე რომ უკრაინული ჩიტები მოფრინდებიან, იმათ შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშითიმედი
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
  • „ჩვენ ამას ვერ ვაკონტროლებთ“ - შარმანაშვილი ვერ ამბობს, გადის თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი რუსეთშიტვ პირველი
საწვავის →

მსგავსი სტატიები

ბანკთაშორისი დაკრედიტება წლიურად 724%-ით, 842 მილიონ ლარამდე გაიზარდა

ბანკთაშორისი დაკრედიტება წლიურად 724%-ით, 842 მილიონ ლარამდე გაიზარდა

BM.GE

ჰორმუზის სრუტის ნავთობის კრიზისი: რამდენად "ღიაა" გლობალური ენერგომომარაგება?

ჰორმუზის სრუტის ნავთობის კრიზისი: რამდენად "ღიაა" გლობალური ენერგომომარაგება?

BM.GE

თბილისში, ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის რეაბილიტაციაზე 4.4-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

თბილისში, ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის რეაბილიტაციაზე 4.4-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

"ექსპო ჯორჯიას" 99.4%-ის მესაკუთრე "სითი ექსპო" მინორიტარირებისგან დარჩენილი წილის გამოსყიდვას გეგმავს

"ექსპო ჯორჯიას" 99.4%-ის მესაკუთრე "სითი ექსპო" მინორიტარირებისგან დარჩენილი წილის გამოსყიდვას გეგმავს

BM.GE