მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საწვავის გაძვირების ფონზე საქართველოში ბენზინის/დიზელის იმპორტი შემცირდა
საწვავის გაძვირების ფონზე საქართველოში ბენზინის/დიზელის იმპორტი შემცირდა

საწვავის გაძვირების ფონზე საქართველოში ბენზინის/დიზელის იმპორტი შემცირდა

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 00:26|bm.ge

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში დიზელისა და ბენზინის იმპორტი შემცირდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 1013.8 ათასი ტონა პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50,6 ათასი ტონით, ანუ 4,7%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება სექტემბრის თვეს. ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეში 77,1 ათასი ტონა ბენზინის იმპორტი განხორციელდა, კლება წინა თვესთან შედარებით 0,2 ათასი ტონა ანუ 0,2%-ია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდაა 5,4 ათასი ტონით ანუ 7,5%-ით.

რაც შეეხება დიზელის იმპორტს, სექტემბერში ქვეყანაში 61,4 ათასი ტონა დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა თვესთან შედარებით 15,8 ათასი ტონით ანუ 34,6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი შემცირებაა 2,1 ათასი ტონით ანუ 3,3%-ით.

2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით,საქართველოსთვის საწვავის ძირითადი მომწოდებელი ბულგარეთია [45,6 ათასი ტონა], რომელზედაც მთლიანი იმპორტის 32,9% მოდის. მეორე ადგილზეა თურქეთი[18,1 ათასი ტონა, 13,1%], მას მოჰყვება აზერბაიჯანი [17,7 ათასი ტონა, 12,8%], კვიპროსი [13,9 ათასი ტონა, 10%] და საბერძნეთი [11,5 ათასი ტონა, 8,3%].

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საწვავის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის რუსეთი იყო [279,8 ათასი ტონა], რომელზედაც მთლიანი იმპორტის 27,6% მოდის. მეორე ადგილზეა რუმინეთი [154,6 ათასი ტონა, 15,2%], მესამეზე კი ბულგარეთი [150,5 ათასი ტონა, 14,8%].

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

საქართველოში წიგნების იმპორტი შემცირდა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში წიგნების იმპორტი შემცირდა - სად ვყიდულობთ?

BM.GE

"რაჭას ოთხივე სეზონზე შეუძლია სტუმრების მიღება" - "არტ რაჭა" ზამთრის ტურიზმის განვითარებას ითხოვს

"რაჭას ოთხივე სეზონზე შეუძლია სტუმრების მიღება" - "არტ რაჭა" ზამთრის ტურიზმის განვითარებას ითხოვს

BM.GE

სინგაპურმა ახლო აღმოსავლეთის საწვავი რუსული მაზუთით ჩაანაცვლა

სინგაპურმა ახლო აღმოსავლეთის საწვავი რუსული მაზუთით ჩაანაცვლა

BM.GE