მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სატყეო სააგენტოში ხელფასები 100%-ით, შტატი კი 500 ერთეულით გაიზარდა | 2026 წლის ანგარიში
სატყეო სააგენტოში ხელფასები 100%-ით, შტატი კი 500 ერთეულით გაიზარდა | 2026 წლის ანგარიში

სატყეო სააგენტოში ხელფასები 100%-ით, შტატი კი 500 ერთეულით გაიზარდა | 2026 წლის ანგარიში

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 20:09|bm.ge

ეროვნულ სატყეო სააგენტოში განხორციელებული რეფორმის შედეგად, სააგენტოს საშტატო რიცხოვნობა 500 ერთეულით გაიზარდა, ხოლო მეტყევეებისა და ტყის მცველების ხელფასები 100%-ით გაორმაგდა - ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბესიკ ამირანაშვილმა, პარლამენტში, სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის მოსმენისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ტყის კოდექსში შესულმა ცვლილებებმა და სააგენტოს რეფორმამ სექტორში სამუშაო პირობების ძირეული გადახედვა გახადა შესაძლებელი, რამაც ვაკანსიებზე მაღალი კონკურენცია განაპირობა.

სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, სახელფასო განაკვეთის 100%-იანი ზრდის შემდეგ, თანამშრომელთა ანაზღაურება (ხელზე ასაღები თანხა) ტყის მცველებზე 1 500, მეტყევეებზე კი 2 200 ლარია.

"არა მხოლოდ შტატების დამატება მოხდა, არამედ გაიზარდა სახელფასო განაკვეთიც. დღეის მდგომარეობით, 100%-იანი ზრდა გვაქვს - ტყის მცველის ხელზე ასაღები ხელფასი 1 500 ლარია, ხოლო მეტყევის - 2 200 ლარი. ამან განაპირობა ძალიან დიდი ინტერესი ჩვენი საზოგადოებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან, რომ ამ პროფესიაში დასაქმებულიყვნენ. გამოცხადებული კონკურსის შედეგად კადრების უმეტესი ნაწილი უკვე შევსებულია", - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე აღინიშნა, დამატებული 500 საშტატო ერთეულის 90%-ს უშუალოდ ტყის მცველები და მეტყევეები შეადგენენ. კადრების ზრდამ პირდაპირი გავლენა იქონია თითოეული თანამშრომლის საზედამხედველო არეალსა და ეფექტიანობაზე.

კერძოდ, თუ ადრე ერთ ტყის მცველს დაახლოებით 10 000 – 15 000 ჰექტარი ტყის ფართობის დაცვა ევალებოდა (რაც ფიზიკურად თითქმის შეუსრულებელი ამოცანა იყო), ახალი შტატების დამატების შედეგად ეს მაჩვენებელი 2 000 – 2 500 ჰექტრამდე შემცირდა. სააგენტოში ვარაუდობენ, რომ დატვირთვის 5-ჯერ შემცირება უკანონო ჭრების ფაქტებს მინიმუმამდე დაიყვანს.

გარდა ადამიანური რესურსისა, სააგენტო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასაც აძლიერებს: უწყებას ამჟამად 215 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომანქანა ჰყავს. ასევე, გარემონტდა 9 ადმინისტრაციული ოფისი, აშენდა ერთი ახალი, ხოლო 2027 წელს რეგიონებში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება.

"როგორც მოგახსენეთ, გავზარდეთ ტყის მცველებისა და მეტყევეების რაოდენობა, ამავდროულად მათ ტყეში გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომანქანებით უწევთ. სატყეო სააგენტოს 215 მაღალი გამავლობის ავტომანქანა გააჩნია - აქედან 50 ერთეული შეძენილი იქნა 2026 წელს, დამატებით 50 ერთეულის შეძენას კი წელსვე ვაპირებთ, უკვე დაკონტრაქტებულია და ველოდებით მოწოდებას.

მოვაწყვეთ ჩვენი მეტყევეებისა და ტყის მცველებისთვის შესაბამისი საქმიანი გარემო: გარემონტდა ცხრა ადმინისტრაციული ოფისი და აშენდა ახალი ოფისი, 2027 წელსაც ვაპირებთ ამ მიმართულებით ახალი ოფისების მშენებლობას. როგორც გაზრდილი სახელფასო განაკვეთი, ასევე შტატების რიცხოვნობა, მანქანები, ტექნიკა და გაუმჯობესებული გარემო მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ უკანონო ჭრების ფაქტები", - ამბობს ბესიკ ამირანაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ანგარიში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • „ანგარიში ტენდენციურია, თუმცა დიალოგისთვის მზად ვართ“ – „ოცნების“ საგარეო უწყებაფორმულა
  • ის ევრობიუროკრატები, რომლებიც 2024 არჩევნებამდე საუბრობდნენ, რომ მათი დასაყრდენი უნდა ყოფილიყო ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, არ მოეწონათ ეს ანგარიში და დაიწყეს გაშავების კამპანია, ჩვენი დასაცავი გახდა ეს ორგანიზაცია - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2
  • გამოვლენილია ორ დღეში შექმნილი 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში, რომელიც "ოცნების" ლიდერების მოსაწონებლად შეიქმნა - კვლევატვ პირველი
  • სახ. დეპის ანგარიში ტრეფიკინგთან ბრძოლაზე – საქართველო პირველ კალათაში რჩებანეტგაზეთი
ანგარიში →

მსგავსი სტატიები

ბაუმერის განვითარების სტრატეგია — პროცესების დანერგვა  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

ბაუმერის განვითარების სტრატეგია — პროცესების დანერგვა  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

BM.GE

SPRIBE-ის მორიგი საერთაშორისო აღიარება - 3 გლობალური ჯილდო SiGMA World 2026-ზე

SPRIBE-ის მორიგი საერთაშორისო აღიარება - 3 გლობალური ჯილდო SiGMA World 2026-ზე

BM.GE

რამ გამოიწვია საფონდო ბირჟის $3-ტრილიონიანი ვარდნა?

რამ გამოიწვია საფონდო ბირჟის $3-ტრილიონიანი ვარდნა?

BM.GE

Binance-იდან $6 მილიარდის მოპარვაში FBI-მ ჩრდილოეთ კორეა ოფიციალურად დაადანაშაულა

Binance-იდან $6 მილიარდის მოპარვაში FBI-მ ჩრდილოეთ კორეა ოფიციალურად დაადანაშაულა

BM.GE