მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Binance-იდან $6 მილიარდის მოპარვაში FBI-მ ჩრდილოეთ კორეა ოფიციალურად დაადანაშაულა
Binance-იდან $6 მილიარდის მოპარვაში FBI-მ ჩრდილოეთ კორეა ოფიციალურად დაადანაშაულა

Binance-იდან $6 მილიარდის მოპარვაში FBI-მ ჩრდილოეთ კორეა ოფიციალურად დაადანაშაულა

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 19:51|bm.ge

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ოფიციალურად განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟიდან, Binance-იდან $6 მილიარდზე მეტი ღირებულების ვირტუალური აქტივები ჩრდილოეთ კორეამ მოიპარა.

უწყების განმარტებით, 29 ოქტომბერს განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმის უკან ქვეყნის ელიტური ჰაკერული დაჯგუფება, სახელწოდებით TraderTraitor-ი დგას.

FBI-ის ცნობით, ჰაკერებმა მოპარული აქტივების ძირითადი ნაწილი Ether-ში გადაცვალეს. საგამოძიებო ორგანოები ვარაუდობენ, რომ კიბერდამნაშავეები თანხების შემდგომი გათეთრების მიზნით დეცენტრალიზებულ ფინანსურ პლატფორმებსა და მყისიერი კონვერტაციის სერვისებს გამოიყენებენ.

ამის გამო, ამერიკული უწყებები კერძო სექტორს, მათ შორის კრიპტობირჟებსა და ბლოკჩეინ-ანალიტიკურ კომპანიებს მოუწოდებენ, თავდამსხმელებთან დაკავშირებული მისამართებიდან წამოსული ტრანზაქციები დაბლოკონ.

ცნობისთვის, Binance-ზე მომხდარი თავდასხმა კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში უმსხვილეს ძარცვად უკვე შეფასდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აკვაკულტურის შემთხვევაში ტარიფი განისაზღვრება წყლის ზედაპირის ფართობის მიხედვით - ზურაბ ეზუგბაია

აკვაკულტურის შემთხვევაში ტარიფი განისაზღვრება წყლის ზედაპირის ფართობის მიხედვით - ზურაბ ეზუგბაია

BM.GE

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოშია - ვის შეხვდება ხან ჭენგი?

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოშია - ვის შეხვდება ხან ჭენგი?

BM.GE

„GROSSMANN“ - 50%-მდე ფასდაკლება შენი უბნის სამშენებლო მაღაზიების ქსელში

„GROSSMANN“ - 50%-მდე ფასდაკლება შენი უბნის სამშენებლო მაღაზიების ქსელში

BM.GE

სატყეო სააგენტოს შემოსავლების გეგმა 131%-იანი გადაჭარბებით შესრულდა | ბესიკ ამირანაშვილი

სატყეო სააგენტოს შემოსავლების გეგმა 131%-იანი გადაჭარბებით შესრულდა | ბესიკ ამირანაშვილი

BM.GE