მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საუდის არაბეთი ჰორმუზის სრუტის ალტერნატიული ნავთობსადენის გაფართოებას გეგმავს
საუდის არაბეთი ჰორმუზის სრუტის ალტერნატიული ნავთობსადენის გაფართოებას გეგმავს

საუდის არაბეთი ჰორმუზის სრუტის ალტერნატიული ნავთობსადენის გაფართოებას გეგმავს

BM.GE8 ივლისი, 2026, 04:25|bm.ge

საუდის არაბეთი წითელი ზღვის დასავლეთ სანაპირომდე არსებული ნავთობსადენის გაფართოებას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი მიზნად ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებას ისახავს.

აღსანიშნავია, რომ გეგმის მიხედვით მაგისტრალის გამტარუნარიანობა დღეში 1-დან 2 მილიონ ბარელამდე გაიზრდება. როგორც ირკვევა, გაფართოება არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას ან ნავთობპროდუქტებისთვის ახალი, შედარებით მცირე ზომის მილის მშენებლობას გულისხმობს. ანალიტიკოსების აღნიშნავენ, რომ პროექტის დასრულებას წლები და მილიარდობით დოლარის ინვესტიცია დასჭირდება, რაც იდეის განხორციელების ალბათობას მოკლევადიან პერსპექტივაში ეჭვქვეშ აყენებს.

საყურადღებოა, რომ პარალელურად საუდის არაბეთი პოტენციურ გაფართოებაზე მეზობელ სახელმწიფოებთანაც საუბრობს. Kuwait Petroleum Corporation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შეიხ ნავაფ ალ-საბაჰმა განაცხადა, რომ ქუვეითური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან კონსულტაციები უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი მარშრუტების ძიება თებერვალში დაწყებულ ირანის ომს და ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეჩერებას უკავშირდება. თეირანის მიერ სრუტის ბლოკირებამ ყურის ქვეყნებს დღეში 12 მილიონი ბარელის მოპოვების შეჩერება აიძულა, ამან კი ნავთობის ფასი მკვეთრად ისე გაზარდა, რომ სარგებელი თავად ყურის ქვეყნებმა ვერ მიიღეს. აშშ-ირანის შეთანხმების შემდეგ მიწოდება ნაწილობრივ აღდგა, თუმცა ომამდელ ნიშნულს მაინც ჩამოუვარდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰარვარდის უნივერსიტეტი მოპარული სხეულის ნაწილების სკანდალის გამო $53 მილიონს გადაიხდის

ჰარვარდის უნივერსიტეტი მოპარული სხეულის ნაწილების სკანდალის გამო $53 მილიონს გადაიხდის

BM.GE

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიაში მე-19 საუკუნის ციხესიმაგრე შეიძინა

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიაში მე-19 საუკუნის ციხესიმაგრე შეიძინა

BM.GE

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

BM.GE

"სთარინგ ჯორჯია" შეკვეთილში "ციცინათელასთან" დინოპარკს აწყობს

"სთარინგ ჯორჯია" შეკვეთილში "ციცინათელასთან" დინოპარკს აწყობს

BM.GE