მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სავალდებულო დეგუსტაციას კომერციული წარმოების ყველა ღვინო გაივლის, გარდა ბუნებრივისა" – ლევან მეხუზლა
"სავალდებულო დეგუსტაციას კომერციული წარმოების ყველა ღვინო გაივლის, გარდა ბუნებრივისა" – ლევან მეხუზლა

"სავალდებულო დეგუსტაციას კომერციული წარმოების ყველა ღვინო გაივლის, გარდა ბუნებრივისა" – ლევან მეხუზლა

BM.GE11 ივნისი, 2026, 20:03|bm.ge

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სავალდებულო დეგუსტაციას კომერციული მიზნებით ნაწარმოები ყველა ღვინო გაივლის, გარდა ბუნებრივისა.

საქმე ისაა, რომ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, მცირე მარნის სტატუსის მქონე სუბიექტებს მოუწევთ სავალდებულო დეგუსტაციის გავლა, რისი ღირებულებაც ერთ ლოტზე 75 ლარია. ეს სახელმწიფოს [ღვინის ეროვნულ სააგენტოს] დამატებით 375 000 ლარის შემოსავალს მოუტანს. ამასთან, შემოიღებენ ნიშანდების იგივე მარკირების სისტემას, რომელიც ფასიანი იქნება და 1 ბოთლ სასმელზე, სავარაუდოდ, 10 თეთრით განისაზღვრება. ეს სიახლე 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს. ამგვარად, ღვინის კომპანიების ხარჯები, კანონპროექტის ავტორების დათვლებით, ჯამურად ₾14-15 მილიონით გაიზრდება, რაც შესაბამისად „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ შემოსავალს ამდენივეთი გაზრდის.

ამ ცვლილებებით, თავდაპირველად სავალდებულო დეგუსტაცია ღვინის ყველა მწარმოებელს უნდა გაევლო, თუმცა როგორც მეხუზლამ აღნიშნა, განხილვების შედეგად ბუნებრივ ღვინოზე ეს ვალდებულება არ გავრცელდება.

„2027 წლის 1 თებერვლიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარება კომერციული წარმოებისთვის განკუთვნილი ყველა ღვინო, გარდა „ბუნებრივი ღვინის“ კატეგორიისა. 2017 წლიდან, სავალდებულო დეგუსტაციას ექვემდებარებოდა საექსპორტო ღვინოები, ასევე საექსპორტო და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი დაცული ადგილწარმოშობის ღვინოები. კანონში შესული ცვლილებით, დეგუსტაციას დამატებით დაექვემდებარა ადგილობრივი ბაზრისთვის სარეალიზაციო სხვა კატეგორიის ღვინოები“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს. კანონპროექტის თანახმად, იცვლება „მცირე ზომის მარნის“ დეფინიცია და მისი წლიური წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება. ამასთან, ტერმინი „სახლის ღვინო“ იცვლება ტერმინით - „ბუნებრივი ღვინო“. ბუნებრივი ღვინო მიიღება ორგანული ყურძნის ტკბილის სპონტანური დადუღებით, სადაც დაუშვებელია ნებადართული ოპერაციებისა და ნივთიერებების გამოყენება, გარდა გოგირდის დიოქსიდისა, რომლის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/ლ-ს;

„საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებას. ყველა ღვინო, რომლის რეალიზაცია ხდება საქართველოს ბაზარზე, ან საზღვრებს გარეთ, უნდა იყოს თავისუფალი ღვინის ზადებისგან. რაც შეეხება კანონში გამონაკლისს, ბუნებრივი ღვინო არის ძალიან თვითმყოფადი ნიშური ღვინო, რომელიც თავისი ბუნებიდან და დაყენების მეთოდიდან გამომდინარე, გულისხმობს გარკვეულ თავისებურებებს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წარმოების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენსტვ პირველი
  • „ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიასიმედი
  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან დაკავშირებით შსს-მ საქმის წარმოება დაიწყოფორმულა
წარმოების →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

BM.GE

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE