მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საზაფხულო სამუშაო - დამატებითი შემოსავლების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის
საზაფხულო სამუშაო - დამატებითი შემოსავლების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის

საზაფხულო სამუშაო - დამატებითი შემოსავლების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის

BM.GE29 ივნისი, 2026, 19:02|bm.ge

თანამედროვე ტექნოლოგიური პლატფორმები დღეს გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ციფრულ სერვისს. ისინი მომხმარებლებსა და ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებენ, ამარტივებენ ყოველდღიურ ცხოვრებას და პარალელურად ქმნიან ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. სწორედ ასეთი ეკოსისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია Wolt - ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს, პარტნიორ ობიექტებსა და პარტნიორ კურიერებს ერთმანეთთან აკავშირებს და ყოველდღიურ სერვისებს უფრო სწრაფს, ხარისხიანსა და კომფორტულს ხდის.

ბოლო წლების განმავლობაში, Wolt საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მომხმარებლების, ისე ბიზნესების ყოველდღიურ ცხოვრებაში. დღეს პლატფორმა ასობით პარტნიორ ობიექტს აერთიანებს და ათობითი ათას მომხმარებელს ემსახურება. რესტორნებისთვის, მაღაზიებისთვისა და სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის Wolt დამატებითი გაყიდვების არხია, რომელიც მათ საშუალებას აძლევს გაზარდონ მომხმარებელთა რაოდენობა, მიიღონ დამატებითი შემოსავლები და საკუთარი პროდუქცია უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ.

ციფრული პლატფორმების გავლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. ბევრი მეწარმისთვის ონლაინ სივრცეში ცნობადობა და მომხმარებელთან სწრაფი დაკავშირება ხშირად რთული გამოწვევაა. Wolt კი მათ სთავაზობს მზა ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, რომლის დახმარებითაც ბიზნესებს შეუძლიათ ფოკუსირება გააკეთონ საკუთარ პროდუქტსა და მომსახურებაზე, ხოლო მომხმარებლამდე მიღწევის პროცესი გაცილებით მარტივი გახდეს.

თუმცა Wolt-ის გავლენა მხოლოდ ბიზნესის განვითარებით არ შემოიფარგლება. პლატფორმა დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეძებენ დამატებითი შემოსავლის მიღების მოქნილ მოდელს და გზებს.

ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება. უნივერსიტეტების არდადეგების პერიოდში ბევრი სტუდენტი და ახალგაზრდა ცდილობს დრო მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენოს და დააგროვოს საკუთარი შემოსავალი. პარტნიორ კურიერობას ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. ახალგაზრდებს შეუძლიათ საკუთარი გრაფიკის მიხედვით დაგეგმონ დრო და სამუშაო დატვირთვა, რაც სხვა აქტივობების პარალელურადაც შესაძლებელია.

როგორც Wolt საქართველოში აცხადებენ, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმა ქმნიდეს ღირებულებას არა მხოლოდ მომხმარებლებისთვის, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა მონაწილეებისთვისაც.

„Wolt-ის მთავარი მისია ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაა, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს როგორც ბიზნესებისთვის, ისე ადამიანებისთვის, რომლებიც დამატებითი შემოსავლის მიღებას ცდილობენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა, რადგან მათ შეუძლიათ თავად განსაზღვრონ საკუთარი დრო, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და პარალელურად გამოიმუშაონ შემოსავალი. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ Wolt დღეს უკვე არა მხოლოდ ტექნოლოგიური პლატფორმაა, არამედ ეკონომიკური შესაძლებლობების ეკოსისტემაც,“ - აცხადებენ Wolt-ში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსგავსი შესაძლებლობები მხოლოდ თბილისში არ არის ხელმისაწვდომი. Wolt დღეს დედაქალაქის გარდა საქართველოს კიდევ შვიდ ქალაქში ოპერირებს, რაც რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც აძლევს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც სეზონური დასაქმების მოთხოვნა იზრდება, მსგავსი მოქნილი მოდელები ბევრი ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანი ალტერნატივა ხდება.

21 წლის სტუდენტი ნიკა კუჭუხიძე ამბობს, რომ ზაფხულის განმავლობაში Wolt-თან თანამშრომლობას გეგმავს, რადგან ეს მისთვის შემოსავლის მიღების შესაძლებლობაა.

„უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სრულ დატვირთვით მუშაობა რთულია, ამიტომ ზაფხული საუკეთესო დროა დამატებითი შემოსავლის მისაღებად. განსაკუთრებით წელს, ფეხბურთის ჩემპიონატის პერიოდში შეკვეთების რაოდენობაც იზრდება და ვფიქრობ, ეს კარგი შესაძლებლობა იქნება, გარკვეული თანხა დავაგროვო მომავალი წლისთვის,“ - ამბობს ნიკა.

მსგავსი მოლოდინი აქვს ბათუმში მცხოვრებ 24 წლის ანზორ დიასამიძესაც, რომელიც ზაფხულის სეზონზე აქტიურობას განსაკუთრებით ტურისტული ნაკადების ზრდას უკავშირებს.

„ზაფხული ბათუმში ყოველთვის აქტიური პერიოდია. როდესაც ტურისტებიც მატულობენ და სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მოთხოვნაც იზრდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ Wolt-თან თანამშრომლობა ამ პერიოდში კარგი შესაძლებლობაა დამატებითი შემოსავლის მისაღებად. თან ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ საკუთარი დროის მართვა თავად შემიძლია,“ - ამბობს ანზორი.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ეკონომიკაში მოქნილი დასაქმების მოდელები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ახალგაზრდებისთვის ასეთი შესაძლებლობები ხშირად პირველი გამოცდილების მიღების გზაც ხდება, რაც მომავალ კარიერულ განვითარებასაც უწყობს ხელს.

დღეს Wolt საქართველოში მხოლოდ მიტანის სერვისი აღარ არის. ის წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს, პარტნიორ ბიზნესებსა და პარტნიორ კურიერებს ერთიან ეკოსისტემაში აერთიანებს. შედეგად, იქმნება სისტემა, სადაც მომხმარებელი იღებს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას, ბიზნესი ზრდის გაყიდვებსა და მომხმარებელთა ბაზას, ხოლო ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული ადამიანები იღებენ დამატებითი შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობას.

სწორედ ამიტომ, ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად, Wolt ბევრისთვის შეიძლება გახდეს არა მხოლოდ დამატებითი საქმიანობის, არამედ ფინანსური დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯიც.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა - რაზე ისაუბრეს

მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა - რაზე ისაუბრეს

BM.GE

"ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე" - ქვრივიშვილი

"ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე" - ქვრივიშვილი

BM.GE

Microsoft-ი უკრაინას საკუთარ სერვისებს უფასოდ 2027 წლის ბოლომდე მიაწვდის

Microsoft-ი უკრაინას საკუთარ სერვისებს უფასოდ 2027 წლის ბოლომდე მიაწვდის

BM.GE

ლიზა კუკი FED-ში დარჩება - დონალდ ტრამპმა ცენტრალური ბანკის გუბერნატორთან დავა წააგო

ლიზა კუკი FED-ში დარჩება - დონალდ ტრამპმა ცენტრალური ბანკის გუბერნატორთან დავა წააგო

BM.GE