მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „სბერბანკ, მიიღე ესტაფეტა!“ - უკრაინული დრონების სამიზნე „სბერბანკის“ 122-მილიარდიანი ობიექტი გახდა
„სბერბანკ, მიიღე ესტაფეტა!“ - უკრაინული დრონების სამიზნე „სბერბანკის“ 122-მილიარდიანი ობიექტი გახდა

„სბერბანკ, მიიღე ესტაფეტა!“ - უკრაინული დრონების სამიზნე „სბერბანკის“ 122-მილიარდიანი ობიექტი გახდა

BM.GE14 ოქტომბერი, 2026, 15:42|bm.ge

14 ოქტომბრის ღამეს, რუსეთში, სარატოვის ოლქში, ქალაქი ბალაკოვო უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური თავდასხმის სამიზნე გახდა. უკრაინული მედია Telegram-არხ Exilenova+-ის OSINT-ანალიტიკოსების ინფორმაციაზე დააყრდნობით წერს, რომ სამიზნეებს შორის რუსული „სბერბანკის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრი და ენერგეტიკული ობიექტებია.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ღამით ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შემდეგ ბალაკოვოს რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა. „სბერბანკის“ ობიექტზე დარტყმა დაადასტურეს უკრაინულ კომპანია Fire Point-ში, რომელიც შორ მანძილზე მოქმედ დრონებსა და რაკეტებს აწარმოებს.

„ხომ არ გეგონათ, რომ ყველაფერი მხოლოდ „იანდექსით“ დასრულდებოდა? „სბერბანკ“, მიიღე ესტაფეტა!“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, ანალიტიკოსების აღნიშნავენ, რომ „სბერბანკის“ მონაცემთა ცენტრის მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა მისი სიმძლავრეების ნაწილი უკვე ფუნქციონირებს. პროექტის ღირებულება 122,2 მილიარდ რუბლს აღწევს, ხოლო თავად ობიექტი რუსეთში მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი უნდა გამხდარიყო. გარდა ამისა, მანამდე მის ბაზაზე სახელმწიფო ციფრული პლატფორმის, „გოსტეხის“ (ГосТех) სერვისების განთავსებაც იგეგმებოდა.

რუსულ მედია, სარატოვის ოლქში განთავსებული "სბერბანკი" მონაცემთა ცენტრზე თავდასხმის შესახებ ჯერ არ წერს, თუმცა მათი ცნობით, 14 ოქტომბრის ღამეს რუსეთის რამდენიმე ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა. დრონების თავდასხმის მოგერიების შესახებ განაცხადეს მოსკოვის, აგრეთვე კალუგის, სარატოვის, ტულის, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა კი განაცხადა, რომ სამშაბათის საღამოდან მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 493 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა, ხოლო 180 დრონი დედაქალაქთან მიახლოებისას გაანადგურეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Flynas-მა თბილისიდან ერ-რიადის მიმართულებით ფრენა შეაჩერა

Flynas-მა თბილისიდან ერ-რიადის მიმართულებით ფრენა შეაჩერა

BM.GE

საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში $142 მილიონით შემცირდა

საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში $142 მილიონით შემცირდა

BM.GE

სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 ათასით შემცირდა

სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 ათასით შემცირდა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE