მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ მიაწოდა აფხაზეთს საწვავი საქართველოდან - რა (არ) ვიცით
ვინ მიაწოდა აფხაზეთს საწვავი საქართველოდან - რა (არ) ვიცით

ვინ მიაწოდა აფხაზეთს საწვავი საქართველოდან - რა (არ) ვიცით

BM.GE13 აგვისტო, 2026, 22:10|bm.ge

დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 11 აგვისტოთი დათარიღებული განკარგულება, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური საქმიანობის განხორციელებისთვის სპეციალურ თანხმობას შეეხება. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხმობა 3 თვის ვადით გაუხანგრძლივდა 2010 წელს დაფუძნებულ კომპანია შპს "სოლიდუსს". თუმცა, განკარგულებაში არაა მითითებული თუ რა საქმიანობას შეეხება აღნიშნული ნებართვა და მოიცავდა თუ არა ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავის მიწოდებას.

"სპეციალური საწარმოს სტატუსის მაპბიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ 1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 24 მუხლისა და „სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის M186 დადგენილებით დამტკიცებული „სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, შპს სოლიდუსს 3 თვის ვადით გაუგრძელდეს სპეციალური თანხმობის მოქმედების ვადა ამავე წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა და „ბ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2026 წლის 18 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე,"- ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.

BMG დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით დამატებითი აქტი ან დოკუმენტი არ გამოუცია. მთავრობის ადმკინისტრაციაში განმარტავენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელების საკითხები რეგულირდება იმ დოკუმენტით რომელიც გამოცემულია 2019 წელს „პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების“ წესით. ამ დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მიწოდება „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიას შეუძლია. მთავრობის ადმინისტრაციაში არ აზუსტებენ კონკრეტულად რომელმა კომაპნიამ მიაწოდა საწვავი ოკუპირებულ რეგიონს და განმარტავენ, რომ ქვეყანაში ამ სტატუსის მქონე რამდენიმე კომპანიაა.

BMG ცდილობს დაუკავშირდეს შპს "სოლიდუსს" აღნიშნულთან დაკავშირებით. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2010 წელს არის რეგისტრირებული და მის 100%-იან წილს საქართველოს მოქალაქე გიორგი არველაძე ფლობს, ხოლო კომპანიის დირექტორის თანამდებობას კი შოთა კევლიშვილი იკავებს.

12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მწვავე საწვავის კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. აღნიშნული ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა შეიტანა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 80 სტატია.

  • გოგა ხაინდრავა ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის მიზანმიმართული დივერსია. ამის დამადასტურებელი საბუთია ოლეგ ბარციცის გამოსვლა რუსეთის ტელევიზიაში, ამის დამადასტურებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია როგორც რუსეთში, ისე აფხაზეთშიიმედი
  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთფორმულა
  • „ბიზნესმა შეიტანა“ – კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასნეტგაზეთი
  • წყალტუბო აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით ბანაკს მასპინძლობს, რომელშიც 12-დან 16 წლამდე ასაკის 35 მოსწავლე მონაწილეობსრუსთავი 2
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებისთვის დამატებითი აქტი არ გამოუცია

მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებისთვის დამატებითი აქტი არ გამოუცია

BM.GE

sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის

sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის

BM.GE

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯარიმა - ჯამში 2 მილიონი ლარით

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯარიმა - ჯამში 2 მილიონი ლარით

BM.GE

„იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ - როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში

„იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ - როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში

BM.GE