მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 7 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $1.1 მილიარდის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა - სამინისტრო
7 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $1.1 მილიარდის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა - სამინისტრო

7 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $1.1 მილიარდის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა - სამინისტრო

BM.GE7 აგვისტო, 2026, 19:52|bm.ge

2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციაა ექსპორტირებული, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 969 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია.

სამინისტროს ცნობით, 7 თვეში ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენს: ყურძნის ნატურალური ღვინოები (143.2 მლნ აშშ დოლარი), სპირტიანი სასმელები (138.2 მლნ აშშ დოლარი), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (120.5 მლნ აშშ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (115.9 მლნ აშშ დოლარი), კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) (78.4 მლნ აშშ დოლარი), მოცვი (62.9 მლნ აშშ დოლარი) და სხვა.

აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი, ევროკავშირი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, უზბეკეთი და სხვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 20 სექტემბერს საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნაიმედი
  • კალაძე 21-ე სკოლაზე: სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, კითხვები არ უნდა არსებობდესფორმულა
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ვინაობა ცნობილიატვ პირველი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

პრემიერის ვარაუდი, რომ "რუსი ტურისტების გარეშე საქართველოს ეკონომიკა შეიძლება რეცესიაში წავიდეს", არ დასტურდება

პრემიერის ვარაუდი, რომ "რუსი ტურისტების გარეშე საქართველოს ეკონომიკა შეიძლება რეცესიაში წავიდეს", არ დასტურდება

BM.GE

გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსში აზიური ქალაქები დაწინაურდნენ - TOP 10

გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსში აზიური ქალაქები დაწინაურდნენ - TOP 10

BM.GE

ინვესტიციების სააგენტოსა და Enterprise Greece-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ინვესტიციების სააგენტოსა და Enterprise Greece-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

BM.GE

გზაზე გამოვლენილი დეფექტების გამო, სამტრედია-გრიგოლეთის III მონაკვეთზე მოძრაობა 4 დღით იზღუდება

გზაზე გამოვლენილი დეფექტების გამო, სამტრედია-გრიგოლეთის III მონაკვეთზე მოძრაობა 4 დღით იზღუდება

BM.GE