
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დიმიტრი ნადირაძე დაინიშნა
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დავით ვარდიაშვილის მოადგილე დიმიტრი ნადირაძე დაინიშნა. ცვლილება საჯარო რეესტრში უკვე აისახა.
კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აქამდე ნადირაძე გენერალური დირექტორის მოადგილე იყო ტექნიკურ საკითხებში.
გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი სახელმწიფო ელექტროსისტემაში გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტოში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებს, ვანო ზარდიაშვილი კი შვებულებაშია. BMG-ის სამინისტროში ასევე უთხრეს, რომ ვარდიაშვილი სსეს-ის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა როდის დაინიშნა გაზის ტრანსპორტირების ხელმძღვანელი ამ თანამდებობაზე ან ვინ ჩაანაცვლა ხელმძღვანელის პოსტზე, ამ კითხვებზე სამინისტროში არ პასუხობდნენ.
BMG-ის ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადება ვანო ზარდიაშვილმა პარასკევს, 31 აგვისტოს დაწერა და ამჟამად, შვებულებაშია. სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად ის 2025 წელს დაინიშნა. 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში კი იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას.
BM.GE
წყარო: bm.ge