მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს - ირაკლი კობახიძე
რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს - ირაკლი კობახიძე

რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს - ირაკლი კობახიძე

BM.GE8 აგვისტო, 2026, 15:59|bm.ge

"რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.

პრემიერის თქმით, 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი.

„რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი.

ევროსაბჭოს რეზოლუციაში სააკაშვილის რეჟიმი არ წერია სამწუხაროდ, ქართული მხარე წერია, მაგრამ მე სხვანაირად ვციტირებ - მანამდე ეს წერია, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა. ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ნიშნავს ომს - კონფლიქტი ომში გადაიზარდა ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და ეს წერია სიტყვასიტყვით ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რასაც სამარცხვინოდ ხელი მოაწერეს. მერე სხვა სიტყვებიც წერია, საუბარია იქ რუსეთის პასუხზე. ცხინვალის დაბომბვას მოჰყვა რუსეთის პასუხი და ამას ხელი მოაწერეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რა თქმა უნდა, სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს.

„ქართული მხარე დაადანაშაულა ომის დაწყებაში თქვენმა პარტიამ, თქვენმა რეჟიმმა, როდესაც ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას. ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას. ჩვენი გმირები შეეწირნენ სწორედ იმას, რომ ჩვენი ე.წ. მთავარსარდალი იყო მოღალატე, უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებდა უცხო ძალების დაკვეთით. ეს არის რეალობა. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რა თქმა უნდა, სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს. ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ქვეყნის წინაშე, ჩვენი ხალხის, ჩვენი ჯარისკაცების წინაშე. ოკუპაცია არის, რა თქმა უნდა, დანაშაული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს ოკუპაციას, იმიტომ, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა რუსეთის ფედერაციამ, რაც შემდგარი ფაქტია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთ მხარეს იყო სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი, მეორე მხარეს იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მთავარია, რომ ჩვენ ორივე ფაქტს მივცეთ სათანადო შეფასება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, "სააკაშვილის რეჟიმის მიერ ომის დაწყებას მოჰყვა კონკრეტული გაგრძელება".

„გაგრძელება იყო ოკუპაცია და გაგრძელება იყო ე.წ. აღიარება. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ სააკაშვილი, ეს სისხლიანი, ბინძური უცხოელი აგენტი და საქართველო იყოს ერთი და იგივე. როდესაც საუბარია ხელისუფლების აღიარებაზე, საქართველოში შედგა სამართლიანი არჩევნები და სამართლიან არჩევნებს და ხალხის ნებას ყველა უნდა შეეგუოს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც განსაზღვრა მოვლენების ისე განვითარება, როგორც განვითარდა, იყო ის, რომ მიხეილ საკააშვილმა გააყალბა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. მიხეილ სააკაშვილი იყო გაყალბებით თავზე დასმული უცხოელი აგენტი. თქვენ ამოიღეთ მარტო მარნეულის შედეგები, სადაც შავით თეთრზე ჩანს, ანალიზიც არ უნდა. მე განახებთ რასაც ნახავთ 2008 წლის შედეგებში და თქვენ მანახეთ რა იქნება 2024 წლის შედეგებში. მარტო ერთ მაგალითს გეუბნებით, საიდანაც ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ ტოტალურად გაყალბდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, დაგვისვეს თავზე უცხოელი აგენტი და ამ უცხოელმა აგენტმა შემდეგ შეასრულა დავალება, მან და მისმა სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი და ამას მოჰყვა შესაბამისი ძალიან მძიმე გაგრძელება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 284 სტატია.

  • რეზო ბლიაძე: ადამიანები, რომლებიც 2008-ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ ,,რუსებს”… დღეს კი ვხედავ, საკუთარი ქვეყნის ,,საბოტაჟნიკები” როგორ დადიან იგივე მთავრობის პირობებში და ათამაშებენ კურტუმებს კონცერტებზე - რა შეცვალეთ, რა გამღერებთ? ტერიტორიები დაიბრუნეთ თუ რუსეთი დაამარცხეთ უკრაინაში?იმედი
  • აშშ-ის სენატმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტი მიიღოფორმულა
  • აშშ კვლავაც გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობასნეტგაზეთი
  • Bloomberg: გასულ თვეს ბელგია გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის მიმართულებით მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული გახდარუსთავი 2
რუსეთის →კობახიძე →

მსგავსი სტატიები

რუსეთის სამარის რეგიონში ნავთობის ქარხნებზე თავდასხმა იყო

რუსეთის სამარის რეგიონში ნავთობის ქარხნებზე თავდასხმა იყო

BM.GE

მთლიანად არის აღმოფხვრილი კორუფცია მაღალ დონეზე. ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე - ირაკლი კობახიძე

მთლიანად არის აღმოფხვრილი კორუფცია მაღალ დონეზე. ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"შეიძლება, საერთოდ არ იყოს საბოტაჟთან საქმე" - ირაკლი კობახიძე დენის გათიშვაზე

"შეიძლება, საერთოდ არ იყოს საბოტაჟთან საქმე" - ირაკლი კობახიძე დენის გათიშვაზე

BM.GE

ქართველი ხალხი არ არის რუსოფობი. რუსოფობები არიან უცხოელი აგენტები - ირაკლი კობახიძე

ქართველი ხალხი არ არის რუსოფობი. რუსოფობები არიან უცხოელი აგენტები - ირაკლი კობახიძე

BM.GE