მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რეზო ბლიაძე: ადამიანები, რომლებიც 2008-ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ ,,რუსებს”… დღეს კი ვხედავ, საკუთარი ქვეყნის ,,საბოტაჟნიკები” როგორ დადიან იგივე მთავრობის პირობებში და ათამაშებენ კურტუმებს კონცერტებზე - რა შეცვალეთ, რა გამღერებთ? ტერიტორიები დაიბრუნეთ თუ რუსეთი დაამარცხეთ უკრაინაში?
რეზო ბლიაძე: ადამიანები, რომლებიც 2008-ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ ,,რუსებს”… დღეს კი ვხედავ, საკუთარი ქვეყნის ,,საბოტაჟნიკები” როგორ დადიან იგივე მთავრობის პირობებში და ათამაშებენ კურტუმებს კონცერტებზე - რა შეცვალეთ, რა გამღერებთ? ტერიტორიები დაიბრუნეთ თუ რუსეთი დაამარცხეთ უკრაინაში?

იმედი|imedinews.ge

მუსიკოსი რეზო ბლიაძე ოპოზიციის ნაწილსა და მათ მხარდამჭერ არტისტებს ორპირულ და უპრინციპო ქცევაში ადანაშაულებს. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო წლების პოლიტიკურ მოვლენებსა და კულტურის სფეროში შექმნილ პროცესებს ეხმაურება.

ბლიაძის თქმით, ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებს „რუსებს“ ეძახდნენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს არ აღიარებდნენ და კულტურულ ღონისძიებებს ჩაშლით ემუქრებოდნენ, დღეს ჩვეულებრივად აგრძელებენ კონცერტებში მონაწილეობას იმავე ხელისუფლების პირობებში.

მუსიკოსი იხსენებს კონკრეტულ ეპიზოდებსაც, მათ შორის ორბელიანის მოედანზე გამართულ ღონისძიებასა და პარლამენტთან საახალწლო ნაძვის ხის ანთების პროცესს, რომელთა ჩაშლაშიც, მისი თქმით, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები და ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდნენ.

“2-3 წელი არ გასულა საქართველოს ბოლო არჩევნებიდან. ახსენდება როგორ მტრობდნენ და ,,აბოზებდნენ” საკუთარ სახელმწიფოს. არ აღიარებდნენ პრეზიდენტს. არ აღიარებდნენ პარლამენტს. საკუთარ ხელისუფლებას ეძახდნენ ,,რუსებს” და ადანაშაულებდნენ ოკუპანტთან ,,თანამშრომლობაში”. ამბობდნენ: საქართველო რუსეთის უკანა ეზოა და რუსეთში მიგვათრევენო. სწორედ ამ მიზეზით უარს ამბობდნენ კონცერტებში მონაწილეობაზე. თუ ვინმე გაბედავდა და სადმე იმღერებდა სცენასთან მიუვარდებიდნენ ევროკავშირის დროშებით. პირადად ჩვენ ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი სცენაზე ამოგვივარდა ორბელიანზე და კონცერტი ჩაშალა. შემდეგ იყო პარლამენტთან ნაძვის ხის ანთება, რომელიც ჩაშალეს და ბავშვებს წაართვეს ახალი წელი. ადამიანები, რომლებიც 2008 ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ ,,რუსებს”… საზოგადოება გახლიჩეს ორ ნაწილად, დაამკვიდრეს და ჩვეულებრივ ამბად გვიქციეს გინება, ლანძღვა, შეურაცხყოფა. სიმღერაც კი შექმნეს და ერთ, ან ორ, ან სამ ადამიანს კი არა, მილიონრაღაც ადამიანს უმღეროდნენ გინებ/გინებით. დღეს კი ვხედავ, ეს ორტრაკა, საკუთარი ქვეყნის ,,საბოტაჟნიკები” და ჩამშვებები, როგორ დადიან ,,იგივე” ქვეყანაში, იგივე მთავრობის პირობებში, იგივე სახეებით, იმ ქალაქებში რომელსაც ,,ჩელიაბინსკებს” ეძახდნენ და როგორ ათამაშებენ კურტუმებს სხვა და სხვა კონცერტებზე….

რა, რამე შეცვალეთ? ვინმეს უკან დაახევინეთ? ტერიტორიები დაიბრუნეთ თუ რუსეთი დაამარცხეთ უკრაინაში? რა გამღერებთ? რა გაცეკვებთ? მიკვირს მიწა და სცენა როგორ არ გისკდებათ ფეხქვეშ, თქვენი უპრინციპო, აკაცუკი დედა ვატირე!

მახსოვს გვემუქრებოდნენ: ყველას და ყველაფერს ვიმახსოვრებთო. როგორც ხედავთ ჩვენც კარგად დაგიმახსოვრეთ - ყველა!

რუსეთი ოკუპანტია! ძმაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი! გაუმარჯოს საქართველოს!”, - წერს რეზო ბლიაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 284 სტატია.

  • სენატმა მხარი დაუჭირა გრემის მიერ მომზადებულ რუსეთის სასანქციო კანონპროექტსBM.GE
  • აშშ-ის სენატმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტი მიიღოფორმულა
  • აშშ კვლავაც გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობასნეტგაზეთი
  • Bloomberg: გასულ თვეს ბელგია გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის მიმართულებით მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული გახდარუსთავი 2
რუსეთის →უკრაინის →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

პრემიერი: ხოშტარია, რომელიც დღეს დანიშნული ჰყავთ მის პატრონებს მთავარ რუსოფობად, გამოდიოდა 2008-2012 წლებში და აცხადებდა, რომ რუსი ტურისტი და რუსული ფული არ იყო პრობლემა, პირიქით, მიესალმებოდნენ, 2008-2012 წლებში რომ გამოდიოდი და მიესალმებოდი რუს ტურისტსაც, რუსულ ფულსაც და ყველაფერ რუსულს და ახლა ქორწილებს რომ აქციებს უწყობ, ეს არის უცხოელი აგენტის სამარცხვინო ბედი

შალვა პაპუაშვილი: საია ჩართული იყო საქართველოს ჯარისკაცების წინააღმდეგ მტკიცებულებების შეკერვაში, მიუხედავად ამ შიდა ღალატისა, საქართველომ თავის სიმართლე დაამტკიცა

შალვა პაპუაშვილი: საია ჩართული იყო საქართველოს ჯარისკაცების წინააღმდეგ მტკიცებულებების შეკერვაში, მიუხედავად ამ შიდა ღალატისა, საქართველომ თავის სიმართლე დაამტკიცა

იმედი

ბექა დავითულიანი: ამ ომმა დაგვიტოვა ბევრი გმირის სახელი და დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, რომ ერთი ნაბიჯით არ დავიხიოთ უკან ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვისას და მშვიდობით შევძლოთ საქართველოს გაერთიანება

მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე: აი, ის ვაჟბატონი, ხან ოდისევსი როა, ხან ნელსონ მანდელა, ხან ილია ჭავჭავაძე და ხან დავით აღმაშენებელი, სინამდვილეში ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნებაა