მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქართველი ხალხი არ არის რუსოფობი. რუსოფობები არიან უცხოელი აგენტები - ირაკლი კობახიძე
ქართველი ხალხი არ არის რუსოფობი. რუსოფობები არიან უცხოელი აგენტები - ირაკლი კობახიძე

ქართველი ხალხი არ არის რუსოფობი. რუსოფობები არიან უცხოელი აგენტები - ირაკლი კობახიძე

BM.GE8 აგვისტო, 2026, 16:15|bm.ge

"ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.

მისი თქმით, რუსოფობები არიან უცხოელი აგენტები.

„ქართველი ხალხი არ არის რუსოფობი. რუსოფობები არიან უცხოელი აგენტები. იყო სამი სხვადასხვა კამპანია. როდესაც ვერ მიაღწიეს საქართველოს ომში ჩართვას, სამი სხვადასხვა რუსოფობიული კამპანია ჰქონდათ, ჯერ კიდევ 2022 წელს. პირველი კამპანია დაიწყეს ომის დაწყებისთანავე, მეორე კამპანია დაიწყეს მაშინ, როდესაც პუტინმა გამოაცხადა მობილიზაცია და მესამე კამპანია დაიწყეს 2022 წლის ტურისტიული სეზონის დროს და ყოველ ჯერზე ამას ააქტიურებდნენ. მიზანი პროვოკაციების მოწყობაა. ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას.

ჩვენ ამ კამპანიებს ეფექტურად დავუპირისპირდით და ამის ხარჯზე მოვახერხეთ ჩვენ ტურიზმის შენარჩუნება. კრუიზი რომ შემოვიდა ბათუმში და ჩამოვიდნენ რუსი ტურისტები, ვერაფრით ვერ ახსენით, რა განსხვავება იყო გემით შემოსულ ტურისტსა და ლარსიდან, ხმელეთით შემოსულ ტურისტს შორის. ვერ ახსენით, მაგრამ კამპანია გააჩაღეთ“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 191 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: 18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, მათი პატრიოტიზმი არის სამაგალითო, ჩვენ გვეკისრება ვალი ამ გმირების წინაშე, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენადიმედი
  • კობახიძე: რეიტინგები მეტყველებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაფორმულა
  • კობახიძე ამჟამინდელი და წინა მთავრობის დროს რუსეთისადმი განწყობებზე ვრცელ განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი "რუსოფობები" - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ "სუნი არ ჰქონდა". ეს მაშინ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვსრუსთავი 2
კობახიძე →ხალხის →

მსგავსი სტატიები

რუსეთის სამარის რეგიონში ნავთობის ქარხნებზე თავდასხმა იყო

რუსეთის სამარის რეგიონში ნავთობის ქარხნებზე თავდასხმა იყო

BM.GE

მთლიანად არის აღმოფხვრილი კორუფცია მაღალ დონეზე. ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე - ირაკლი კობახიძე

მთლიანად არის აღმოფხვრილი კორუფცია მაღალ დონეზე. ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"შეიძლება, საერთოდ არ იყოს საბოტაჟთან საქმე" - ირაკლი კობახიძე დენის გათიშვაზე

"შეიძლება, საერთოდ არ იყოს საბოტაჟთან საქმე" - ირაკლი კობახიძე დენის გათიშვაზე

BM.GE

რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს - ირაკლი კობახიძე

რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს - ირაკლი კობახიძე

BM.GE