მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სექტემბერში სებ-მა $248.5 მილიონი შეისყიდა | რეზერვების მოცულობა $8.17 მილიარდს აღწევს
სექტემბერში სებ-მა $248.5 მილიონი შეისყიდა | რეზერვების მოცულობა $8.17 მილიარდს აღწევს

სექტემბერში სებ-მა $248.5 მილიონი შეისყიდა | რეზერვების მოცულობა $8.17 მილიარდს აღწევს

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 19:46|bm.ge

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის სექტემბერში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 248.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი სექტემბრის მდგომარეობით 8.17 მლრდ აშშ დოლარს აღწევს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. "სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის", - აღნიშნავენ სებ-ში.

კერძოდ, სექტემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 248.5 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 3,370.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი

თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი

მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი

აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი

მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი

ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი

ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი

აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 555.6 მლნ აშშ დოლარი

სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 248.5 მლნ აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • kursi.ge-ს დამფუძნებელი გიორგი აგლაძე: საცალო მომხმარებლებს და ბიზნესს 350 მილიონი ლარი დავუზოგეთრუსთავი 2
  • ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით 157 მილიონი ევრო გამოუყოფორმულა
  • ამოღებულია 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება - დააკავეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეტვ პირველი
მილიონი →

მსგავსი სტატიები

Anthropic-მა საფონდო ბირჟაზე $2-ტრილიონიანი IPO-ს განაცხადი წარადგინა

Anthropic-მა საფონდო ბირჟაზე $2-ტრილიონიანი IPO-ს განაცხადი წარადგინა

BM.GE

1 ევროდ როგორ შეგიძლიათ გახდეთ სახლის მფლობელი იტალიაში?

1 ევროდ როგორ შეგიძლიათ გახდეთ სახლის მფლობელი იტალიაში?

BM.GE

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მთავარი ოფიცერი მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მთავარი ოფიცერი მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE