მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გივი წულეისკირს სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გივი წულეისკირს სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გივი წულეისკირს სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა

BM.GE7 აგვისტო, 2026, 00:35|bm.ge

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „სფერო ჰოლდინგის“ და „სფერო ინვესტის“ დამფუძნებელს და თანამშრომელს სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 12 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, ასევე უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა შპს „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და 100%-იანი წილის მფლობელმა გივი წულეისკირმა და ამავე კომპანიაში დასაქმებულმა მეორე ბრალდებულმა თამარ მახარობლიძემ 579 მოქალაქის 34 855 130 ლარი მიისაკუთრეს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი ფიზიკური პირი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ); 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩადენილი ჯგუფურად) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მეორე ბრალდებული კი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩადენილი ჯგუფურად) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე, დამნაშავედ ცნო ორი იურიდიული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) და 194-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარდგენილ ბრალდებებში და თითოეულს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და 100 000 ლარი ჯარიმა განესაზღვრათ.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მსჯავრდადებულებს დაეკისრათ დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაყადაღებული ბრალდებულების ქონებიდან",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში ძალადობის კადრები მოიპოვაფორმულა
  • სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და პატიმრობა 13 წლით - გრიგოლ ლილუაშვილი დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ რეპორტაჟიიმედი
  • პატიმრობიდან გაათავისუფლეს მოზარდი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენნეტგაზეთი
  • რუსეთში ლიდა მონიავას ომის შესახებ პოსტის გამო 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებატვ პირველი
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

₾45 მილიონიანი პროექტი ადგილობრივი მწარმოებლების გარეშე|"უნისტილის" შეფასება

₾45 მილიონიანი პროექტი ადგილობრივი მწარმოებლების გარეშე|"უნისტილის" შეფასება

BM.GE

ეგვიპტე, საამიროები და ტაილანდი - ზამთრის მოგზაურობებზე ჯავშნები უკვე აქტიურად მიმდინარეობს

ეგვიპტე, საამიროები და ტაილანდი - ზამთრის მოგზაურობებზე ჯავშნები უკვე აქტიურად მიმდინარეობს

BM.GE

საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ქართველისთვის ბევრი კარი იხურება - „ამერიკული აკადემია"

საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ქართველისთვის ბევრი კარი იხურება - „ამერიკული აკადემია"

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE