მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შალვა პაპუაშვილი ბელგიასა და ლუქსემბურგში გაემგზავრება
შალვა პაპუაშვილი ბელგიასა და ლუქსემბურგში გაემგზავრება

შალვა პაპუაშვილი ბელგიასა და ლუქსემბურგში გაემგზავრება

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 18:00|bm.ge

პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ის უახლოეს მომავალში ბელგისა და ლუქსემბურგში გაემგზავრება. ამის შესახებ პარლამენტში პრესკონფერენციისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს ვიზიტი არის ბელგია-ლუქსემბურგში. ჩვენ არაფერი აგვირევია, რომ დასალაგებელი გვქონდეს. ჩვენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით ვმოქმედებთ. ჩვენი შეთავაზებაა ყველას მიმართ, რომ მზად ვართ ავუხსნათ, თუკი ვინმესთვის გაუგებარია, რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები, რომ რუსეთთან ესკალაცია ჩვენი ქვეყნის ინტერესი არ არის. ეს შეიძლება იყოს გერმანიისა თუ ლიტვის ინტერესი, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევიდეს საქართველო, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ინტერესი და ბოდიში ყველასთან, მათ ინტერესებს ჩვენი ინტერესები სჯობს. ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ სიმართლე მივიტანოთ, როდესაც ბრიუსელი ცდილობს ფილტრის როლი ითამაშოს და ცრუ ნარატივები მოახვიოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ მას მოქმედი ვიზა აქვს და ახალი ვიზის აღება არ დასჭირდება.

მისი თქმით, ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით ჩიხშია, საკუთარი თავის, ილუზიებისა და ცრუ ნარატივების ტყვე გახდა და ვერ გამოდის ამ ჩიხიდან.

„ამიტომ, ჩვენ გვინდა ბრიუსელს დავეხმაროთ ამ ჩიხიდან გამოსვლაში. ამ ჩიხში ყოფნით ბრიუსელი აზიანებს ევროპის ინტერესებს, რადგან კონფრონტაციის პოლიტიკა აქვს არჩეული კანდიდატ ქვეყანასთან, იმ ქვეყანასთან, რომელიც ევროკავშირისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც მნიშვნელოვანია, რომ წევრად ჰყავდეს, როდესაც ჩვენ სატრანსპორტო გზებზე, სტრატეგიულ ამოცანებზე ვსაუბრობთ და ა.შ. ანუ, ბრიუსელის ბიუროკრატია თავისი პოლიტიკით დღეს ევროპასა და ევროკავშირს აზიანებს. ჩვენ გვინდა, რომ ბრიუსელს დავეხმაროთ ამ პოლიტიკის შეცვლაში. ვინაიდან ისინი თავად არიან საკუთარი ილუზიების ტყვე და ვხედავთ, რომ აგრესიულ რიტორიკას აგრესიული რიტორიკა მოჰყვება და არ ჩერდება, ვფიქრობთ, წევრ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი, რათა ჩვენი არგუმენტები ვაჩვენოთ თუ რატომ ვფიქრობთ, რომ ბრიუსელი, რომელიც მათ ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო ინტერესებით უნდა მოქმედებდეს, საქართველოს მიმართ არსებული პოლიტიკით აზიანებს კონკრეტული წევრი ქვეყნის თუ ევროკავშირის ინტერესებს. ამგვარი ვიზიტების მიზანია, გავარღვიოთ ის სიცრუის ნარატივი, რომელსაც ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს საქართველოსთან დაკავშირებით დაამკვიდროს, გუშინდელი განცხადებაც ამის მოწმეა

ეს არის ორმხმრივი ვიზიტი, რომ წევრ ქვეყნებს ვესაუბროთ. ვაჩვენოთ ის, რომ ის ცრუ ცილისწამებები, რომელიც მათ შორის გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის სახელით, რომ თვითნებური დაკავებები, როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ სიცრუეს რომ ამკვიდრებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თვალში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • პაპუაშვილი: შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებითფორმულა
  • შალვა პაპუაშვილი: საქართველოში ექსპორტის ზრდა სწორი პოლიტიკის შედეგია, ნულის გარშემო აქვთ ეკონომიკური ზრდის ტემპები ევროკავშირის წევრ თუ კანდიდატ ქვეყნებს, ვინც ბრიუსელს უჯერებს, აგებსრუსთავი 2
  • პაპუაშვილის თქმით, ივანიშვილს ღარიბაშვილის შეწყალებაზე არ უსაუბრიატვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედი
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

"სუბსიდირების არსებული სქემა დარგის ხელოვნურ სუნთქვაზე დასმაა" - რაჭველი მეღვინე

"სუბსიდირების არსებული სქემა დარგის ხელოვნურ სუნთქვაზე დასმაა" - რაჭველი მეღვინე

BM.GE

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

BM.GE

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

BM.GE

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

BM.GE