
შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ტანზანიაში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ღონისძიება ტანზანიის ქალაქ არუშაში გაიმართება.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა გენერალურ დებატებზე და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში. გარდა ამისა, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის ორმხრივი შეხვედრები.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, ასევე იმყოფებიან: ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი.
საქსტატის მონაცემებით, ტანზანიასთან ვაჭრობა მიმდინარე წლის 8 თვეში 7.8 მილიონამდე შემცირდა , რაც მხოლოდ ექსპორტის ხარჯზეა. საქართველო ტანზანიიდან არც ერთ სასაქონლო ჯგუფს არ ყიდულობს. მთავარი საექსპორტო პროდუქტი კი მინერალური და აზოტოვანი სასუქებია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით კი, წელს საქართველოს ტანზანიის მხოლოდ 35 მოქალაქე სტუმრობდა.
BM.GE
წყარო: bm.ge