მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შარმანაშვილის ცოლმა ძმისგან ნასესხები თანხით ბინა და ავტოფარეხი იყიდა - რა ქონებას ფლობს „ოცნების“ დეპუტატი?
შარმანაშვილის ცოლმა ძმისგან ნასესხები თანხით ბინა და ავტოფარეხი იყიდა - რა ქონებას ფლობს „ოცნების“ დეპუტატი?

შარმანაშვილის ცოლმა ძმისგან ნასესხები თანხით ბინა და ავტოფარეხი იყიდა - რა ქონებას ფლობს „ოცნების“ დეპუტატი?

BM.GE7 ივლისი, 2026, 18:50|bm.ge

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა 2025 წლის მდგომარეობის ამსახველი ქონებრივი დეკლარაცია შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტარს თავის სახელზე აქვს გაფორმებული ბინა და ავტოფარეხი თბილისში, მერაბ ალექსიძის ქუჩაზე, რომელიც მან 30 500 დოლარად 2005 წელს შეიძინა. ასევე ის ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ სახლს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში.

რაც შეეხება მის ცოლს მაია უგლავას, მან 2025 წელს თბილისში, ვაშლიჯვარში ბინა და ავტოფარეხი 199 163 ლარად შეიძინა. ბინის შესაძენად მან ძმისგან ზეპირი შეთანხმებით 199 000 ლარი ისესხა და გასულ წელს 30 440 ლარი დაუბრუნა ძმას.

მის სახელზეა ასევე 2021 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 78 900 ლარად ნაყიდი საცხოვრებელი სახლი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გასულ წელს პარლამენტში ხელფასის სახით 116 332 ლარი აიღო. მისმა ცოლმა მაია უგლავამ კი რომელიც პირველ სამედიცინო ცენტრში ექიმი-ნეონატალოგია წლის განმავლობაში 13 848 ლარის სახელფასო ანაზღაურება და „თაინ თრი ინთერნეიშენალში“ ლექტორობისთვის 2 200 ლარი მიიღო.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროისთვის შარმანაშვილს სახელფასო ანგარიშზე 3 166 ლარი ჰქონდა. მის ცოლს მაია უგლავას კი საქართველოს ბანკში ანაბარი აქვს გახსნილი, სადაც 3 000 დოლარი ედო.

თენგიზ შარმანაშილი დოკუმენტში არ უთითებს არც ძვირფას ნივთებს, არც სხვა სახის ძვირფას ქონებას და არც სხვა ხარჯებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • დონალდ ტუსკი: თუ ენერგიის ფასები ასეთი მაღალი დარჩება, ზღაპარი იქნება ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან კონკურენციაზე ოცნებაიმედი
  • უილსონი: “ოცნება” საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ჰყიდის”ნეტგაზეთი
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილესრუსთავი 2
ოცნება →ქონების →

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE