მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შარშანდლის მსგავსად, ელექტროენერგიის ექსპორტი და შემოსავლები წელსაც განახევრდა
შარშანდლის მსგავსად, ელექტროენერგიის ექსპორტი და შემოსავლები წელსაც განახევრდა

შარშანდლის მსგავსად, ელექტროენერგიის ექსპორტი და შემოსავლები წელსაც განახევრდა

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 19:23|bm.ge

2026 წლის 8 თვეში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 54%-ით შემცირდა და მხოლოდ 236 მლნ კვტ.სთ შეადგინა. სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანას ელექტროენერგია მხოლოდ სამი თვე [მაისი, ივნისი და ივლისი] იყო, აგვისტოში ქვეყანას ექსპორტი არ განუხორციელებია მხოლოდ აზერბაიჯანთან ჰქონდა 7 მლნ კვტ.სთ მიმოცვლა.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის ექსპორტი 2025 წელსაც შემცირდა 51%-ით.

ბოლო წლებში საქართველოდან გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობა:

• 2022 წელი - 971.1 მლნ კვტ.სთ; • 2023 წელი - 1 468.4 მლნ კვტ.სთ: • 2024 წელი - 1 047.4 მლნ კვტ.სთ; • 2025 წელი - 511.2 მლნ კვტ.სთ; • 2026 წელი - 235.8 მლნ კვტ.სთ;

ტრადიციულად მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია. წელს ექსპორტირებული ელექტროენერგიის 70%-ზე მეტი თურქეთში გავიდა. კლების მიზეზი თურქეთში დენზე შემცირებული ფასია, რის გამოც კომპანიებს ექსპორტი არ უღირდათ, ჭარბი გენერაციის პირობებში კი მთავრობას გამომუშავებაზე შეზღუდვის დაწესებაც კი მოუწია, რის გამოც ენერგოკომპანიებმა იზარალეს.

რაც შეეხება შემოსავლებს, საქსტატის ინფორმაციით, საქართველოდან თითქმის 11.5 მლნ დოლარის ღირებულების დენია ექსპორტირებული. 2025 წელთან შედარებით ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები განახევრებულია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"სარფის" საბაჟოზე ავტომობილში მალულად განთავსებული 5 კგ ვერცხლი უკანონოდ შემოჰქონდათ | RS

"სარფის" საბაჟოზე ავტომობილში მალულად განთავსებული 5 კგ ვერცხლი უკანონოდ შემოჰქონდათ | RS

BM.GE

რომელ სექტორებს აფინანსებენ ბანკები - სტატისტიკა

რომელ სექტორებს აფინანსებენ ბანკები - სტატისტიკა

BM.GE

„იმედგაცრუებული ვარ ჰერჩინსკის ქცევით... ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული" - პაპუაშვილი

„იმედგაცრუებული ვარ ჰერჩინსკის ქცევით... ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული" - პაპუაშვილი

BM.GE

მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ის სანქციებს ასრულებენ ირანი აეროპორტების პარალიზებით ემუქრება

მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ის სანქციებს ასრულებენ ირანი აეროპორტების პარალიზებით ემუქრება

BM.GE