მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შემდეგი კვირის ბოლომდე თბილისში თხევადი გაზის ფასმა, შესაძლოა, ₾1.8 მიაღწიოს - ასოციაცია
შემდეგი კვირის ბოლომდე თბილისში თხევადი გაზის ფასმა, შესაძლოა, ₾1.8 მიაღწიოს - ასოციაცია

შემდეგი კვირის ბოლომდე თბილისში თხევადი გაზის ფასმა, შესაძლოა, ₾1.8 მიაღწიოს - ასოციაცია

BM.GE15 ივლისი, 2026, 18:35|bm.ge

თბილისში თხევადი გაზი შესაძლოა 1.8 ლარამდე გაძვირდეს. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნარიმან ფიცხელიანმა განაცხადა.

ასოციაციის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა თხევადი გაზის მზარდ ტარიფებზე და აღნიშნა, რომ ფასის მატებას როგორც საგარეო, ისე შიდა ფაქტორები განაპირობებს. საერთაშორისო ბაზარზე ფასს ირანში არსებული კონფლიქტი და რუსეთ-უკრაინის ომი ზრდის, შიდა ბაზარზე კი მისი თქმით, ფასწარმოქმნაზე ნეგატიურად აისახება თბილისის მერიის მიერ დაკისრებული ჯარიმები.

"მერიიდან შემოსული ჯარიმების გამო ცალკე იურისტები გვჭირდება, რაც დამატებითი ხარჯია და საბოლოოდ ფასნამატში აისახება. მეორე მხრივ, ირანის კონფლიქტი და რუსეთ-უკრაინის ომი ბირჟებზე ფასებს ზრდის, გაზრდილი ფასი კი ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს რეალობაზეც ახდენს გავლენას. დღევანდელი მდგომარეობით, თბილისის მასშტაბით ფასი 1 ლარისა და 70 თეთრის ფარგლებში მერყეობს. წინა დღეებში რეგიონებში ვიყავი და სადგურებზე ფასი უკვე 1 ლარი და 75 თეთრი დაგვხვდა. ვვარაუდობთ, რომ შემდეგი კვირის ბოლომდე თბილისში ფასმა შესაძლოა 1 ლარსა და 80 თეთრსაც მიაღწიოს", - განაცხადა ფიცხელიანმა.

ამ ფონზე, ყაზახეთი განიხილება ერთ-ერთ ალტერნატიულ ბაზრად, საიდანაც საქართველომ შესაძლოა თხევადი გაზი შემოიტანოს. ნარიმან ფიცხელიანის განმარტებით, წლებია სანქციების გამო ირანიდან თხევადი გაზის შემოტანა ვერ ხერხდება, რის გამოც ქართული ბაზრის ძირითადი მომწოდებელი თითქმის 99%-ით რუსეთია. სექტორს აქვს სურვილი, რომ იმპორტი სხვა ალტერნატიული წყაროებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდანაც განახორციელოს, თუმცა გარკვეული ტექნიკური ბარიერების გამო ვერ ახერხებს.

"ჩვენ გვაქვს სურვილი, პროდუქტი სხვა ქვეყნებიდანაც შემოვიტანოთ იქნება ეს აზერბაიჯანი, ყაზახეთი თუ თურქმენეთი, მაგრამ არსებობს გარკვეული პარამეტრები, რეგულაციები და ხარისხობრივი მაჩვენებლები, რომელთა შესაბამისადაც უნდა მოხდეს ამ პროდუქტის შემოტანა, განთავსება და რეალიზაცია საქართველოში.

მაგალითად, რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის აწარმოებს თხევად გაზს, თუმცა მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიმართულებით. საავტომობილო დანიშნულებით მას ვერ ვიყენებთ, რადგან სათანადო გაწმენდა არ აქვს გავლილი მოჰყვება მინარევები და ა.შ. კი, მუშაობს, მაგრამ გარკვეულ პრობლემებს იწვევს. ყაზახეთს რაც შეეხება, მას ექსპორტზე საკუთარი შეზღუდვები აქვს დაწესებული, თუმცა გვაქვს იმედი, რადგან ორი კვირის წინ საქართველოდან დელეგაცია იყო ჩასული ყაზახეთში სავაჭრო ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ამ პროდუქტის შემოტანის კიდევ ერთი ალტერნატიული გზა დაგვემატოს", - აცხადებს ფიცხელიანი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”იმედი
  • თბილისში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავესფორმულა
  • თბილისში გარდაცვლილი იპოვეს აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავანეტგაზეთი
  • თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებსრუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

BM.GE

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

BM.GE

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

BM.GE

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

BM.GE