მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შესაბამისი უწყებები იქნებიან დაკავებული ამ საკითხით - კობახიძე ნანა ყეინიშვილის საქმიანობის გამოძიებაზე
შესაბამისი უწყებები იქნებიან დაკავებული ამ საკითხით - კობახიძე ნანა ყეინიშვილის საქმიანობის გამოძიებაზე

შესაბამისი უწყებები იქნებიან დაკავებული ამ საკითხით - კობახიძე ნანა ყეინიშვილის საქმიანობის გამოძიებაზე

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 15:58|bm.ge

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საქმიანობის შესაძლო უკანონო მონაწილეობის საქმეზე კომენტარს არ აკეთებს. მისი განცხადებით, საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.

„მე ამ საკითხზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ეს არის წმინდად გამოძიების საქმე და შესაბამისი უწყებები იქნებიან დაკავებული ამ საკითხით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას.

რას იძიებს პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით არის აღძრული, რომელიც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას ეხება.

პროკურატურა განმარტავს, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება არ აქვს. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრსა და მისი ოჯახის წევრებს ეკრძალებათ იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორები.

ეროვნული ბანკის განცხადებით, გამოძიების პროცესში ნანა ყეინიშვილი სებ-ის საბჭოს სხდომებიდან დროებით იქნება აცილებული. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებები შეისწავლება, შედეგების შესახებ კი საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება.

საქმეში ნახსენები შპს „ბიტექსჩეინჯი“ კრიპტოსერვისების მიმწოდებელი კომპანიაა. ის 2020 წელს დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი დავით ორჯონიკიძეა.

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია 2023 წლის სექტემბრიდან და თანამდებობაზე 2030 წლის სექტემბრამდე დარჩენის შვიდწლიანი მანდატი აქვს.

2012-2016 წლებში ის საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. 2001-2012 წლებში ყეინიშვილი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი იყო, ხოლო 2017-2023 წლებში სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლად და დირექტორად მუშაობდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 178 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე „ნაცურს“ უწოდებსფორმულა
  • [დავითაძის] კადრებმა აჩვენა, რომ ყველაფერი ხორციელდება პროპორციულობის პრინციპის დაცვით – კობახიძენეტგაზეთი
  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრორუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს | პრემიერი რეზოლუციაზე

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს | პრემიერი რეზოლუციაზე

BM.GE

მომდევნო 3 წელიწადში საქართველოს რკინიგზაში ₾2 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება - მარიამ ქვრივიშვილი

მომდევნო 3 წელიწადში საქართველოს რკინიგზაში ₾2 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ, უკვე შეძენილია 200 ვაგონი - ირაკლი კობახიძე

2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ, უკვე შეძენილია 200 ვაგონი - ირაკლი კობახიძე

BM.GE

ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული ე.წ „კუკუშკა“ კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს - მარიამ ქვრივიშვილი

ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული ე.წ „კუკუშკა“ კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE