მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შიდა განვადებები ჯერჯერობით რისკის შემცველი არაა, თუმცა მეტი ინფორმაცია უნდა გვქონდეს პორტფელების მოცულობაზე - "იბერკომპანი"
შიდა განვადებები ჯერჯერობით რისკის შემცველი არაა, თუმცა მეტი ინფორმაცია უნდა გვქონდეს პორტფელების მოცულობაზე - "იბერკომპანი"

შიდა განვადებები ჯერჯერობით რისკის შემცველი არაა, თუმცა მეტი ინფორმაცია უნდა გვქონდეს პორტფელების მოცულობაზე - "იბერკომპანი"

BM.GE2 აგვისტო, 2026, 23:57|bm.ge

დეველოპერული კომპანია „იბერკომპანის“ დირექტორი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უძრავი ქონების ბაზარზე შიდა განვადებები მნიშვნელოვანი რისკის შემცველი არაა.

როგორც BMG-სთან ლევან დიასამიძემ განაცხადა, მათი კომპანიის შემთხვევაში, შიდა განვადების სქემით გაყიდული ბინების პორტფელი პრაქტიკულად სრულად გადავიდა ბანკში იპოთეკური სესხების სახით.

თუმცა მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე საკმაოდ ბევრი დეველოპერია, აუცილებელია, რომ სექტორში არსებულ შიდა განვადების პორტფელის სრულ მოცულობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი.

“სიტუაცია ზუსტად იგივეა, რაც წინა პერიოდში იყო. საკმაოდ აქტიურად ვყიდით [ბინებს] შიდა განვადებებით დღესაც. უკვე ბანკში როდესაც გადადის პორტფელი, დაგვიდგა ასეთი ფაქტი, რომ დაახლოებით 1%-მდეა დაუარება ამ პორტფელებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს იმდენად მინიმალურია, არ არის დამაზარალებელი არც დეველოპერისთვის, არც მყიდველისთვის. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ [შიდა განვადებები] რისკების შემცველი ჯერჯერობით არ არის, მით უმეტეს, როდესაც ფასები მზარდია და მოთხოვნა იზრდება.

როდესაც პროექტი საწყის ფაზაშია, რა თქმა უნდა, ძირითადად შიდა განვადებაზე მოდის გაყიდვები, რადგან სესხის პირობებს “უგებს” შიდა განვადება. თანაც პროდუქტის შექმნამდე დიდი დრო არის დარჩენილი, ანუ უზრუნველყოფა ჯერ შემდგარი არ არის დოკუმენტალურად, შესაბამისად, დაახლოებით 90%-იც კი მოდის ხოლმე შიდა განვადებაზე.

მაგრამ როგორც კი პროექტი უახლოვდება თავის დასასრულს, ამ შემთხვევაში უკვე იზრდება იპოთეკური სესხების და პირდაპირი გადახდის წილი, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 60-70% ჩვენს შემთხვევაში მოდის იპოთეკურ სესხებზე და პირდაპირ გადახდებზე, დანარჩენი 30% მოდის შიდა განვადებებზე, რადგან ჩვენი პროექტი ფაქტობრივად დასრულდა.

რადგან დეველოპერები ძალიან ბევრნი ვართ ბაზარზე, კარგი იქნება, რომ მეტი ინფორმაცია გვქონდეს შიდა განვადების პორტფელების მოცულობასთან მიმართებაში, შემდეგ უფრო იოლად გავაკეთებთ დასკვნებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და სასურველია, რომ აღრიცხვა ხდებოდეს შიდა განვადებების და ამის შემდეგ მსჯელობა შეიძლება, რასთან გვაქვს საქმე. ან შეიქმნას ინსტრუმენტი, როდესაც წინარე ხელშეკრულებების ნასყიდობების რეგისტრაცია ხდება, რომელიც უკვე წარმოდგენას შეგვიქმნის რეალურად რამდენი ბინაა გაყიდული. როდესაც ვსაუბრობთ დარგზე, რომელსაც უკავია ეკონომიკის 10%, ეს საკმაოდ დიდი მოცულობაა და ამას სჭირდება ყოველდღიური ანალიზი”, - განაცხადა ლევან დიასამიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"საქართველოს ეკონომიკა საშიშად დამოკიდებული გახდა საგარეო ფაქტორებზე"|ინტერვიუ ეკონომისტ რატი წიკლაურთან

"საქართველოს ეკონომიკა საშიშად დამოკიდებული გახდა საგარეო ფაქტორებზე"|ინტერვიუ ეკონომისტ რატი წიკლაურთან

BM.GE

მსოფლიოს ყველაზე სახიფათო მთები

მსოფლიოს ყველაზე სახიფათო მთები

BM.GE

ბროდ პიკზე ზვავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალპინისტი ნირმალ პურჯა ემსხვერპლა

ბროდ პიკზე ზვავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალპინისტი ნირმალ პურჯა ემსხვერპლა

BM.GE

"ენგურჰესში ოპტიმიზაცია-რესტრუქტურიზაცია განსაკუთრებული სიფრთხილით მიმდინარეობს|ლევან მებონია

"ენგურჰესში ოპტიმიზაცია-რესტრუქტურიზაცია განსაკუთრებული სიფრთხილით მიმდინარეობს|ლევან მებონია

BM.GE