
შიდა ტურიზმში ყველაზე მონახულებადი იმერეთი და თბილისია | რაზე ხარჯავდნენ ყველაზე მეტს ადგილობრივები?
2026 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 7.2%-ით 300.7 მილიონი ლარამდე გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 6%-ით და 177 ლარს გაუტოლდა.
II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 მილიონ 365 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 მილიონ 699 ათასი ერთეული შეადგინა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 0.1%-ით შემცირდა, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.ამასთან, წელს II კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 683.4 ათასით განისაზღვრა, რაც 1.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონსა (საშუალოდ 377.4 ათასი ვიზიტი თვეში) და ქ. თბილისში (საშუალოდ 377.4 ათასი ვიზიტი თვეში).
ვიზიტების უმრავლესობა (52.6%) მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.
ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეები მოგზაურობისას ყველაზე მეტს საყიდლებზე ხარჯავდნენ:
BM.GE
წყარო: bm.ge