მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შრომის ინსპექციამ სიცხეში ღია ცის ქვეშ მომუშავეთა მონიტორინგი დაიწყო
შრომის ინსპექციამ სიცხეში ღია ცის ქვეშ მომუშავეთა მონიტორინგი დაიწყო

შრომის ინსპექციამ სიცხეში ღია ცის ქვეშ მომუშავეთა მონიტორინგი დაიწყო

BM.GE6 აგვისტო, 2026, 14:13|bm.ge

ზაფხულის სეზონზე ღია ცის ქვეშ მუშაობასთან დაკავშირებული პროფესიული რისკების შემცირების მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგს ახორციელებს.

უწყების ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა მნიშვნელოვნად ამცირებს შრომისუნარიანობასა და კონცენტრაციას, რაც სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რისკს ზრდის.

ინსპექცია წერს, რომ პრევენციული ღონისძიებები ორ ეტაპად მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე ინსპექტორები საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს მართავენ დამსაქმებლებთან და დასაქმებულებთან. ცნობიერების ამაღლების კამპანიის დასრულების შემდეგ კი უწყება ინტენსიურ ინსპექტირებას დაიწყებს.

მონიტორინგის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ სექტორებს, სადაც სამუშაოები ღია სივრცეში, სიმაღლეზე ან მაღალი რისკის შემცველ ტექნიკასთან სრულდება.

შრომის ინსპექცია შეამოწმებს:

• კომპანიების მიერ რისკების შეფასებისა და სამუშაო პროცესის დაგეგმვის ხარისხს; • დასაქმებულთა უზრუნველყოფას სასმელი წყლითა და დასვენებისთვის საჭირო პირობებით; • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებას; • დასაქმებულთა ინფორმირებულობასა და გატარებულ პრევენციულ ზომებს.

შრომის ინსპექციის სამსახურში აცხადებენ, რომ მათი საქმიანობის მთავარი მიზანი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქვეყნები, სადაც 2026 წელს 100 წელს გადაცილებული ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

ქვეყნები, სადაც 2026 წელს 100 წელს გადაცილებული ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

BM.GE

ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება ფქვილის აგრესიული შემოსვლას ხომ არ წაახალისებს? - ლევან სილაგავა

ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება ფქვილის აგრესიული შემოსვლას ხომ არ წაახალისებს? - ლევან სილაგავა

BM.GE

ლუვრში მონა ლიზას გვერდით ვიზიტორებმა საკუთარი ნახატები მიაწებეს - დააკავეს ორი პირი

ლუვრში მონა ლიზას გვერდით ვიზიტორებმა საკუთარი ნახატები მიაწებეს - დააკავეს ორი პირი

BM.GE

მაია ბითაძემ ორი განთავისუფლებული მოადგილის ადგილას ორი ახალი მოადგილე დანიშნა - ვინ წავიდა და ვინ დაიკავა თანამდებობები?

მაია ბითაძემ ორი განთავისუფლებული მოადგილის ადგილას ორი ახალი მოადგილე დანიშნა - ვინ წავიდა და ვინ დაიკავა თანამდებობები?

BM.GE