მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შსს-მ 59 არალეგალი მიგრანტი დააკავა - ქვეყნიდან 3 თვეში 1 000 პირია გაძევებული
შსს-მ 59 არალეგალი მიგრანტი დააკავა - ქვეყნიდან 3 თვეში 1 000 პირია გაძევებული

შსს-მ 59 არალეგალი მიგრანტი დააკავა - ქვეყნიდან 3 თვეში 1 000 პირია გაძევებული

BM.GE12 სექტემბერი, 2026, 17:10|bm.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 59 არალეგალი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან კენიის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, განას, ეთიოპიის, უზბეკეთის, ფილიპინების, სუდანის, კამერუნის, ჩინეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები.

"სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებიდან, 2026 წლის 1 ივლისიდან დღემდე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის 160 ღონისძიება ჩაატარეს, რის შედეგადაც ჯამში გადამოწმდა 18 000 უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო ღონისძიებებისას გამოვლენილი 1000 არალეგალი მიგრანტი უკვე გაძევებულია საქართველოდან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თვეში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • ლევან მაჭავარიანი დარჩიაშვილს: თქვენ ხართ პირადად ხელმომწერი მოღალატეობრივი რეზოლუციის, რომელიც წაგებული ომიდან ორ თვეში გააფორმეთ და ომის დაწყება ჩვენ სამხედროებს დააბრალეთ - ეს რატომ გააკეთეთ? ანუ ეს თქვენ მართლა ჩაიდინეთ და აღიარეთ?რუსთავი 2
  • 2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნისტვ პირველი
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაფორმულა
თვეში →

მსგავსი სტატიები

რუსთავისთვის 70 ახალი ავტობუსის შესაძენად 36.5 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

რუსთავისთვის 70 ახალი ავტობუსის შესაძენად 36.5 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

მთავრობამ "წვის დანადგარების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

მთავრობამ "წვის დანადგარების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება - თბილისის ფინანსური სამიტი იმართება

თიბისის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება - თბილისის ფინანსური სამიტი იმართება

BM.GE

ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს დაურეკეს და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს

ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს დაურეკეს და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს

BM.GE